ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროცა წელის არეში თირკმლების უსიამოვნო ტკივილი შემაწუხებს ხოლმე, მაშინვე ვიწყებ სელის ნაყენით...

როცა წელის არეში თირკმლების უსიამოვნო ტკივილი შემაწუხებს ხოლმე, მაშინვე ვიწყებ სელის ნაყენით მკურნალობას და მდგომარეობაც მიუმჯობესდება!

როცა წელის არეში თირკმლების უსიამოვნო ტკივილი შემაწუხებს ხოლმე, მაშინვე ვიწყებ სელის ნაყენით მკურნალობას და მდგომარეობაც მიუმჯობესდება!

მინდა, ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ: წლების განმავლობაში მაწუხებდა თირკმელები. შარდის ანალიზში მქონდა მარილები და ლეიკოციტები. ექიმმა დამინიშნა მკურნალობა, მაგრამ მდგომარეობა პერიოდულად მიუარესდებოდა.

როგორც ასეთ დროს ხდება, ხოლმე ერთმა ნაცნობმა მასწავლა ხალხური რეცეპტი, მეც ვცადე, წარმატებული გამოცდილების შემდგომ კი მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა:

ერთ ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ადუღეთ 10-15 წუთი. ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ნახარში უნდა სვათ ორ საათში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში. ნაყენი ბლანტი იქნება, ამიტომ მიღების წინ წყალში უნდა გააზავოთ. თუ უგემური მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაამატოთ. ორდღიანი მკურნალობის შემდეგ შევატყვე, რომ შარდი დაიწმინდა, წელის ტკივილმა მიკლო. შარდის ანალიზი აღარ გამიკეთებია, მაგრამ ვგრძნობ, რომ უკეთ ვარ. როცა წელის არეში უსიამოვნო შეგრძნება მეწყება ხოლმე, მაშინვე ვიწყებ სელის ნაყენით მკურნალობას და მდგომარეობაც მიუმჯობესდება.

ექიმის კომენტარი: სელი ფარმაკოპეაში შეტანილია, როგორც კუჭ-ნაწლავის დამცველი საშუალება. სელი ხარშვისას გამოყოფს ლორწოს, რომელიც მცენარის ნახარშში გამოიყოფა და მისი მიღებისას კუჭის, საყლაპავის, ნაწლავების ლორწოვანი გარსის ზედაპირი ლორწოს თხელი ფენით იფარება და ამგვარად დაცულია გამღიზიანებლისაგან. ამიტომ სელის ნახარშს ძირითადად იყენებენ კუჭის, ნაწლავების, საყლაპავის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების დროს.

გარდა ამისა, სელის ზეთს აქვს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. რაც შეეხება მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტს, ფარმაკოპეაში ამ მცენარის თირკმელების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა მსგავს რეცეპტებს ვხვდებით რუსული ხალხური მედიცინის წყაროებში. რასთან არის დაკავშირებული სელის ნახარშის დადებითი ეფექტი თირკმელკენჭოვანი დაავადებებისა და პიელონეფრიტის დროს, ცნობილი არ არის. სავარაუდოა, რომ ნახარშში შემავალი ლორწო დადებითად მოქმედებს შარდსადენი გზების შიდა ზედაპირზეც და ხელს უწყობს მარილთა კრისტალებისაგან დაზიანებული ეპითელიუმის აღდგენას.

იმედია ეს საშუალება თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო გამოდგება, როგოც ეს ჩემს შემთხვევაში იყო.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!