ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაის რასაც არავინ გეტყვით ვალერიანზე! საშუალებას იძლევა, განიკურნოს ადამიანი ათეროსკლეროზისაგან და გულის...

ის რასაც არავინ გეტყვით ვალერიანზე! საშუალებას იძლევა, განიკურნოს ადამიანი ათეროსკლეროზისაგან და გულის ტკივილისაგან!

ის რასაც არავინ გეტყვით ვალერიანზე! საშუალებას იძლევა, განიკურნოს ადამიანი ათეროსკლეროზისაგან და გულის ტკივილისაგან!

ვალერიანის ყნოსვა საშუალებას იძლევა, განიკურნოს ადამიანი ათეროსკლეროზისაგან, უძილობისაგან, გულის ტკივილისაგან, სისუსტისაგან. ნელ-ნელა უმჯობესდება ძილი და ნერვული სისტემის მუშაობა, წყდება ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. იწმინდება გონება და ქრება სპაზმები.

მქონდა, აგრეთვე, თვალის რქოვანა გარსის დაავადებაც. მკურნალობის პერიოდში ექიმმა შენიშნა, რომ რქოვანას გაუარესების პროცესი შეწყდა. მალე მხედველობა გამიუმჯობესდა. ამ საკვირველ შედეგებზე მრავალ ჩემს ნაცნობს ვუამბე, რომელთაგანაც ბევრმა იმკურნალა.

მკურნალობის მეთოდი შემდეგნაირია:

სუფთა ვალერიანის წვეთები (არა სპირტზე დაყენებული, არ უნდა შეურიოთ გულის სხვა საშუალებებს) უნდა იყნოსოთ ძილის წინ, ერთი-ორჯერ თითოეულ ნესტოში. თუ თავის ტკივილი დაგეწყოთ, ეს ნიშნავს, რომ ვალერიანი ორგანიზმზე მკვეთრად მოქმედებს და საჭიროა, შეამციროთ ყნოსვის სიღრმე, შემდგომ კი თანდათან გააძლიეროთ. საკმაოდ დასუსტებულ ორგანიზმშიც კი 3-4 თვეში ცვლილებები ხდება. უმჯობესდება საერთო მდგომარეობა. ადამიანს უშავდება თმა.

ექიმის კომენტარი:

მკითხველის მიერ მოყვანილ მკურნალობის მეთოდში გამოყენებულია დღეისათვის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული არომათერაპია (არომატით მკურნალობა). მისი არსი ის არის, რომ ამა თუ იმ მცენარის არომატის შესუნთქვისას მცენარის სამკურნალო ეფექტი რამდენჯერმე უფრო ინტენსიურად გამოვლინდება, ვიდრე იმავე მცენარის ნაყენის დალევისას, რადგან არომატი უშუალოდ ტვინის გარკვეულ უბნებზე ზემოქმედებს.

როგორც ცნობილია, ვალერიანი სპაზმოლიზური ეფექტით ხასიათდება. სპაზმები კი მრავალი დაავადების პათოგენეზში უდავოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და მათი მოხსნა აუცილებელია დაავადებათა მსვლელობაში დადებითი დინამიკის შესატანად.

თუმცა უნდა ითქვას, რომ პრეპარატის ეფექტი მხოლოდ მაშინ არის შესამჩნევი, როდესაც პაციენტი მას თვეების განმავლობაში რეგულარულად იღებს ან ყნოსავს. განსაკუთრებით შესამჩნევია ვალერიანით არომათერაპიის შედეგები ჰიპერტონიითა და სტენოკარდიით დაავადებულებში, ნევროზიანებში.

უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ვალერიანის ყნოსვა მიზანშეწონილია ძილის წინ, ხოლო თუ დაძინებას არ აპირებთ, ორგანიზმი ებრძვის პრეპარატით მომგვრელ ძილს და ეს ნერვულ აგზნებას გამოიწვევს.

სტატიაში შემოთავაზებული რეცეპტი არის ნატურალური და საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!