სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადაემშვიდობეთ პოდაგრას ამ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშალებით! აი რეცეპტი!

დაემშვიდობეთ პოდაგრას ამ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშალებით! აი რეცეპტი!

დაემშვიდობეთ პოდაგრას ამ ძლიერი ბუნებრივი სამკურნალო საშალებით! აი რეცეპტი!

პოდაგრის დროს აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს რომ გაეცნობით, ალბათ იფიქრებთ, რომ ყველაზე გემრიელ კერძებს უნდა შეელიოთ. მაგრამ ჩვენი გემოვნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ ის პროდუქტები, რომლებიც თქვენს სუფრაზე იშვიათად უნდა მოხვდეს:

  1. ღვიძლი, თირკმელი, ტვინი, ენა, ნებისმიერი ხორცი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ცხოველისა, თევზი, ფრინველი, ლორი, კონსერვი, ხორცისა და თევზის ნახარში, მცენარეებიდან პარკოსნები, სოკო, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ასევე: ჩაი, ყავა, კაკაო, ნებისმიე- რი ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით — შამპანური.
  2. სვით ბევრი წყალი, დღეში 1,5 ლიტრი მაინც. კარგია ტუტე მინერალური წყლები (ბორჯომი). კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე (ხილის, ბოსტნეულის, ხაჭოსი). საოჯახო რეცეპტები დააყენეთ წითელი მოცვი ჩაი სვით (20 გრამი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
  3. 20-20 გრამი კრაზანა, გვირილის ყვავილი, ცაცხვის ყვავილი, დიდგულას ყვავილი აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაფილტრეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ.
  4. შეავსეთ 1 ლიტრამდე გადადუღებული წყლით და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1/2-1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ინახება მხოლოდ 3 დღე.
  5. 3 ჩაის კოვზ მარიამსხალას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
  6. პოდაგრის გამწვავებისას მტკივანი სახსარი დაისუსხეთ ჭინჭრით, დილით კი ნავთით გაიწმინდეთ. დილაობით სვით ნივრისა და ლიმონის ნაყენი. ფიტოთერაპიის პარალელურად დილა-საღამოს, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ, მიირთვით ვაშლი.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ნიკრისის ქარის დროს:

ცნობილია, რომ პოდაგრა (ნიკრისის ქარი) ორგანიზმში შარდმჟავას მარილების სიჭარბის შედეგად ვითარდება. მე შევძელი მათი გამოდევნა ორგანიზმიდან ჩვეულებრივი ვაშლის დახმარებით:

ტკბილი ვაშლი უნდა დაჭრათ ისე, რომ არც გაფცქვნათ და არც კურკები გამოაცალოთ. შემდეგ დაასხათ მდუღარე წყალი და დააყენოთ ჩაი 10 წუთის განმავლობაში. ასეთ ჩაის ვსვამ დღის მანძილზე.

ჩემი დაკვირვებით, უფრო ეფექტიანია ვაშლის ჩირის გამოყენება: ერთი მუჭა ჩირი უნდა ჩაყაროთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხათ 1ლ წყალი, დაახუროთ ხუფი და დადგათ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით, შემდეგ გადმოდგათ ცეცხლიდან, გააჩეროთ თავდახურული 4 საათის განმავლობაში და ეს ნაყენი სვათ თბილ-თბილი, კომპოტივით, 2-3-ჯერ დღეში, მშიერმა. სურვილის მიხედვით ნაყენი შეგიძლიათ დაატკბოთ. შედეგს 2-3 კვირაში იგრძნობთ — შეგიმსუბუქდებათ სახსრების ტკივილი და საერთო მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!