ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობარამდენიმე თვის განმავლობაში მტკიოდა წელი, თუმცა სამდღიანმა კურსმა ტკივილი მთლიანად მომიხსნა! ახლა...

რამდენიმე თვის განმავლობაში მტკიოდა წელი, თუმცა სამდღიანმა კურსმა ტკივილი მთლიანად მომიხსნა! ახლა აღარ მეშინია, რადგან უებარ წამალს მივაგენი!

რამდენიმე თვის განმავლობაში მტკიოდა წელი, თუმცა სამდღიანმა კურსმა ტკივილი მთლიანად მომიხსნა! ახლა აღარ მეშინია, რადგან უებარ წამალს მივაგენი!

რამდენიმე თვის განმავლობაში მტკიოდა წელი. ნევროპათოლოგმა დამისვა იშიაზის დიაგნოზი. დანიშნულმა წამლებმა მდგომარეობა შემიმსუბუქა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტკივილი ისევ გამიძლიერდა.

რამდენიმე თვის განმავლობაში მტკიოდა წელი. ნევროპათოლოგმა დამისვა იშიაზის დიაგნოზი. დანიშნულმა წამლებმა მდგომარეობა შემიმსუბუქა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტკივილი ისევ გამიძლიერდა.

შემთხვევით ხელში ჩამივარდა ხალხური მედიცინის წიგნი, სადაც ასეთი რეცეპტი წავიკითხე:

"კაკლის ფოთოლი მოხარშეთ მარილწყალში, ცხლად დაიდეთ მტკივნეულ ადგილას (როგორსაც გაუძლებთ) და მაგრად შეიკარით შალით. პროცედურა გააკეთეთ 3 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ“.

ასეც მოვიქეცი და მეორე დღეს უკეთ ვიყავი. სამდღიანმა კურსმა ტკივილი მთლიანად მომიხსნა. ახლა თუნდაც გამიმეორდეს შეტევა, აღარ მეშინია, რადგან უებარ წამალს მივაგენი, რომელსაც თქვენც გირჩევთ! "

ექიმის კომენტარი: უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ფიტოთერაპიაში კაკლის ხის სასწაულებრივი თვისებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ძველად მას „სიცოცხლის ხეს“ უწოდებდნენ თურმე. სამკურნალო თვისებები აქვს კაკლის ნაყოფსაც, ფოთოლსაც, მერქანსაც და ფესვებსაც კი.

მეტად მრავალფეროვანი და მრავალგვარია ამ ხის სხვადასხვა კომპონენტის ქიმიური შემადგენლობა. იგი მდიდარია ვიტამინებით, ანტიანთებითი, ეთეროვანი, მთრიმლავი ნივთიერებებით, ზეთებით და სხვა. კაკლისაგან დამზადებული პრეპარატები სხვადასხვა სახით თითქმის ყველა ორგანოს ქრონიკული დაავადების დროს გამოიყენება.

იშიაზი — საჯდომი ნერვის ნევრალგია ან ანთებაა, ახასიათებს საჯდომი ნერვის გასწვრივ შეტევითი, ხან მუდმივი ხასიათის ტკივილი. ამ ტკივილის მოსახსნელად ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებდნენ შალის ქსოვილს, რომელიც ნერვულ რეცეპტორებს აღაგზნებს და ამ გზით შესაბამისი უბნის ქსოვილოვან კვებას აუმჯობესებს. სწორედ იმავე პრინციპს ეყრდნობა კაკლის ფოთლის ცხელი სახით გამოყენება და ზევიდან შალის ქსოვილის შემოხვევა.

წყარო: კარაბადინი

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!