ეს კომბინაცია კვებავს ხრტილს და ამცირებს სახსრების ტკივილს! სცადეთ და თავად დარწმუნდებით!
სახსრების ტკივილი დღეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. სწორედ ამიტომ ჩვენს სახსრებზე ზრუნვა ნებისმიერ ასაკში არის ჯანმრთელობის გასაღები მრავალი წლის განმავლობაში.
სანამ სახსების ტკივილის შემცირების რეცეპტს გაგიზიარებთ, მოდით გავიგოთ თუ რა ფაქტორები უწყობს ხელს მუხლის ტკივილს:
- ოსტეოართრიტი-ოსტეოართრიტი არის ართრიტის ფორმა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც დამცავი ხრტილი ძვლების ბოლოს ცვდება. ის გავლენას ახდენს ხელების, ხერხემლის, მუხლებისა და თეძოების სახსრებზე.
- დაზიანება-სხეულის ნაწილის დაზიანებისას შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილის სიმპტომები.
- D ვიტამინის დეფიციტი-D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ძვლების ჯანმრთელობას და სიმტკიცეს, რადგან D ვიტამინის დეფიციტი იწვევს კუნთების სისუსტეს და ძვლების მყიფეობას.
ჟელატინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძვლებისა და სახსრების დასახმარებლად
ჟელატინი მიიღება ცხოველების ძვლების, კანისა და ხრტილისგან. ის დატვირთულია ამინომჟავებით და ვინაიდან 99 პროცენტით ცილაა, მრავალ სამკურნალო თვისებას იძლევა. სახსრების ჯანმრთელობისა და ძვლების ტკივილის შესამსუბუქებლად ჟელატინის მოხმარებით, თქვენ გაქვთ შესანიშნავი საშუალება ბუნებრივად გააძლიეროთ ხრტილები და მიმდებარე სახსრები. ის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით, ტაბლეტებით დაწყებული ფხვნილით დამთავრებული.
ახლა კი გადვიდეთ ნატურალური სასმელის რეცეპტის მომზადებაზე ხრტილის აღსადგენად და სახსრების გასამაგრებლად
პროდუქტის შემადგენლობა:
- 1 ჭიქა შვრიის ფაფა
- 230 მლ წყალი
- 1 ჭიქა ნატურალური ფორთოხლის წვენი
- 2 ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი
- 230 გრ დაჭრილი ნუში
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი
- 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
მომზადება:
შვრიის ფაფა მოხარშეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ, რომ გაცივდეს. დაუმატეთ ფორთოხლის წვენი, არარაფინირებული ჟელატინის ფხვნილი, დაქუცმაცებული ნუში, დარიჩინის ფხვნილი და თაფლი. აურიეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღება:
ეს რეცეპტი განკუთვნილია ორი პორციისთვის. მისი დალევა შესაძლებელია დილით უზმოზე და შემდეგ ლანჩის დროს. ნარევის დალევა რეკომენდებულია დღეში ორჯერ 15 დღის განმავლობაში.
შენახვა:
მომზადების შემდეგ სასმელი შეიძლება შეინახოთ მაცივარში ჰერმეტულ კონტეინერში. დალევის წინ დარწმუნდით, რომ კარგად შეანჯღრიეთ.