სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასაჭმლის მონელება დარღვეული მქონდა, განსაკუთრებით მიჭირდა ცხიმიანი საკვების მონელება, მაგრამ ამ რამდენიმე...

საჭმლის მონელება დარღვეული მქონდა, განსაკუთრებით მიჭირდა ცხიმიანი საკვების მონელება, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინათ ასეთი საოცარი წამალი მასწავლეს!

საჭმლის მონელება დარღვეული მქონდა, განსაკუთრებით მიჭირდა ცხიმიანი საკვების მონელება, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინათ ასეთი საოცარი წამალი მასწავლეს!

ბავშვობაში ბოტკინის დაავადება გადავიტანე. ცხადია, დიეტაც დავიცავი, მაგრამ მას შემდეგ თითქოს საჭმლის მონელება დამერღვა. განსაკუთრებით მიჭირდა ცხიმიანი საკვების მონელება, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინათ ასეთი წამალი მასწავლეს.

1/2ჩ/კ ანისულის დანაყილ თესლს და ამდენსავე პიტნას დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. რეკომენდებულია მიიღოთ თბილ-თბილი, პატარა ყლუპებით. თუ ცხიმიანი საკვების მონელება სისტემატურად გიჭირთ, უმჯობესია ეს ნაყენი ჭამამდე მიიღოთ. ეს რეცეპტი სხვებსაც ვასწავლე, ვისაც ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი უღიზიანდებოდათ და ყველა კმაყოფილი დარჩა.

ექიმის კომენტარი: ანისული, როგორც სამკურნალო მცენარე, ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი. ამ ერთწლიან, 30-60 სმ სიმაღლის ბალახოვან მცენარეს აქვს დატოტვილი ღერო, ფოთლები მორიგეობითია, ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, მთლიანი, მომრგვალო-თირკმლისებრი. ყვავილები პატარაა, თეთრი, შეუმჩნეველი, ქვედა ორბუდიანი ნასკვით, ორი სვეტითა და ორი დინგით. ნაყოფი მარცვალაა, კვერცხისებრი ან უკუმსხლისებრი. ნედლეულად გამოიყენება ანისულის ნაყოფი - ხმარობენ პურფუნთუშეულისა და საკონდიტრო წარმოებაში.

ანისულის ნაყოფი შეიცავს 3%-მდე ეთერზეთს, 10-დან 30%-მდე ცხიმოვან ზეთებს, მჟავებს, კუმარინებს — ბერგაპტენს, უმბელიპრენინს, სკოპოლეტინს. ეთერზეთის მთავარი კომპონენტია — ანეთოლი (80-90%), გარდა ამისა, ნაყოფი შეიცავს ანისულის მჟავასა და ანისულის ალდეჰიდს. ანისულს შეუძლია გამოიწვიოს ფიტოდერმატიტი ან კონტაქტური დერმატიტი. ანისულის ეთერზეთი გამოიყენება როგორც ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური და ამოსახველებელი საშუალება.

ყველაზე ხშირად ანისულის პრეპარატებს იყენებენ სასუნთქი ორგანოების დაავადების დროს როგორც ამოსახველებელ საშუალებას, მის პრეპარატებს უნიშნავენ ლარინგიტების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ბრონქოპნევმონიისა და ყივანახველის დროს, იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ნაწლავების სპაზმების დროს.

ავიცენას მითითებით, ანისულის გამო- ყენება სასარგებლოა სახისა და კიდურების შეშუპების დროს. ანისულის ორთქლის ცხვირით შესუნთქვა შველის თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას, ხოლო ვარდის ზეთში შერეული ანისულის ფხვნილის ჩაწვეთება ყურში კურნავს დარტყმებით გამოწვეულ ყურის ტკივილს. ავიცენას აზრით, ანისული აძლიერებს შარდის გამოყოფასაც.

წყარო: კარაბადინი

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!