კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადამისვეს გლაუკომის საწყისი სტადიის დიაგნოზი. წამლის სახით თვალებზე მცენარეულ ნაყენს ვიდებ, ამასთან...

დამისვეს გლაუკომის საწყისი სტადიის დიაგნოზი. წამლის სახით თვალებზე მცენარეულ ნაყენს ვიდებ, ამასთან ერთად კი მარილიანი წყლით გამორეცხვებს ვიკეთებ!

დამისვეს გლაუკომის საწყისი სტადიის დიაგნოზი. წამლის სახით თვალებზე მცენარეულ ნაყენს ვიდებ, ამასთან ერთად კი მარილიანი წყლით გამორეცხვებს ვიკეთებ!

"დამისვეს გლაუკომის საწყისი სტადიის დიაგნოზი. რაღა თქმა უნდა, პირველ ხანებში შევშინდი, მაგრამ გადავწყვიტე, არ დავნებებოდი დაავადებას. ამ დაავადების დროს თვალშიდა წნევა იმიტომ მატულობს, რომ ჭარბად გროვდება ე.წ. თვალის სითხე.

დეტალურად მედიცინის სიღრმეებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი რომ გლაუკომის საწყის სტადიაზე შეიძლება მხედველობის გაუარესებასთან ბრძოლა. წამლის სახით თვალებში ვისვამ ჭინჭრისა და შროშანის ნაყენს.

ამასთან ერთად ვიკეთებ გამორეცხვებს მარილიანი წყლით:

ნაყენის მოსამზადებლად 1/2 ჭ ჭინჭრის ფოთლებსა და 1 ჩ/კ შროშანის ყვავილებს უნდა დაასხათ 1 ჭ ცხელი წყალი. დადგით 8-9 საათი ბნელ ადგილას და ამ ნაყენით გამოიბანეთ თვალები დღეში 2-3-ჯერ, ანდა უმჯობესია გაიკეთოთ საფენები ამ ნაყენში დასველებული დოლბანდით 2-ჯერ დღეში.

რაც შეეხება მარილიან გამორეცხვებს: მარილიანი წყლით თვალებს კი არ ირეცხავთ, არამედ ცხვირის ღრუსდა ეს ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ თვალებზე. გამორეცხვისთვის წყალი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ (0,5 ლ 37 გრადუსამდე შემთბარ წყალში უნდა გახსნათ 1 ჩ/კ მარილი), ანდა შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ „ფიზიოლოგიური ხსნარი“.
გამოსარეცხი სითხე ჩაასხით ჩაიდანში. ჩაიდანს ცხვირზე წამოაცვით ბავშვის რეზინის საწოვარა, რომელიც წინასწარ ნემსით უნდა დაჩხვლიტოთ. წყალი რიგრიგობით უნდა შეისხათ ორივე ნესტოში. როცა მარცხენა ნესტოს ირეცხავთ,თავი მარჯვნივ უნდა გადასწიოთ — მარცხენა ნესტოში შესული წყალი მარჯვნიდან გადმოიღვრება ისე, რომ პირში არ გადავა. შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ მეორე მხარეს.

გამორეცხვისას პირით უნდა ისუნთქოთ. ეს პროცედურა არც ისე უსიამოვნოა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, შედეგი კი მართლაც კარგია, ამიტომ გირჩევთ, აითვისოთ მისი ტექნიკა. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვიტარებ ორ პროცედურას. ასეთ კურსს ვაკეთებ წელიწადში ორჯერ. ასეთი მკურნალობის წყალობით ჩემი დაავადება აღარ პროგრესირებს."

ექიმის კომენტარი: ჭინჭარი K და C ვიტამინებით მდიდარი მცენარეა, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი, ქსოვილთა რეგენერაციული ფუნქციებით ხასიათდება. შროშანა გლიკოზიდების შემცველი საგულე საშუალებაა და გამოიყენება გულის უკმარისობის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ზოგადად, კარდიოლოგიური პათოლოგიების დროს. რასთან არის დაკავშირებული ამ მცენარეთა ეფექტიანობა გლაუკომის დროს, ჩვენთვის უცნობია. ცხვირის ლორწოვანის გამორეცხვებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ცხვირისა და თვალის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საცრემლე არხი ცხვირის ლორწოვანში იხსნება და თუ ცხვირის ლორწოვანის სტიმულირებას მოვახდენთ ასეთი პროცედურებით, ეს, შესაბამისად, გაააქტიურებს ქსოვილოვან ცვლას თვალის გარსებშიც.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!