როგორ მოვიშოროთ სამუდამოდ მუქი წრეები თვალების ქვეშ 2 დღეში? აი გამოსავალი!
სამწუხაროდ, ქალების გარკვეულ ნაწილს თვალების ქვეშ მუქი წრეები უჩნდება. არსებობს მისი გამომწვევი მრავალი მიზეზი, თუმცა საბედნიეროდ მისი მოშორების უამრავი საშუალებაც არსებობს.
მოდით გავიგოთ, როგორ მოვიშოროთ მუქი წრეები თვალების ქვეშ სამუდამოდ!
1. E ვიტამინის კაფსულები, ალოე ვერა და ნუშის ზეთი:
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. ალოე ვერას გელი
- 2 ვიტამინი E კაფსულა
- 1 ჩ.კ. ნუშის ზეთი
კრემის მომზადების წესი:
თასში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი, გამოწურეთ E ვიტამინის ორი კაფსულა, ნარევს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი და კარგად აურიეთ. ნუშის ზეთი მდიდარია ჯანსაღი კანისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ყველა ინგრედიენტის შერევის შემდეგ კრემი მქრქალ ტექსტურას შეიძენს.
წაისვით კრემი ყოველ საღამოს ძილის წინ, რათა გაანათოს და განაახლოს კანი თვალების ირგვლივ და მოიცილოთ მუქი წრეები სულ რაღაც 2 დღეში.
2. კიტრი ეფექტური საშინაო საშუალებაა:
თქვენ მხოლოდ ორი ახალი კიტრის ნაჭერი გჭირდებათ. კიტრი დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ თვალებზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. კიტრი ამშვიდებს, ამცირებს შავ წრეებს, მკურნალობს ნაოჭებს და ხსნის ანთებას.
3. ალოე ვერა:
ალოე ვერას აქვს კიტრის ტოლფასი, საოცარი გამაგრილებელი და სამკურნალო თვისებები. ამოიღეთ ახალი ალოე ვერას გელი და წაისვით თვალების ირგვლივ კანზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი.
4. ჩაის პაკეტები:
ჩაიში შემავალი კოფეინი, კაჰეტინი და დაბერების საწინააღმდეგო აგენტები ავიწროებენ თვალის სისხლძარღვებს, რაც აცილებს სითხეს, რომელიც ქმნის სიშავეებს თვალების ქვეშ.
ნახმარი ჩაის პაკეტი დაასველეთ ცივ წყალში და დაიდეთ თვალებზე. დაისვენეთ 15 წუთი. თავს გაახალგაზრდავებულად იგრძნობთ.
5. კარტოფილის წვენი:
საჭირო ინგრედიენტები:
ერთი საშუალო ზომის კარტოფილი
გათალეთ კარტოფილი და დაჭერით. გამოწურეთ წვენი და წაისვით თვალების ქვეშ. კარტოფილის წვენი ძალიან მსუბუქია და ძალიან სწრაფად შრება. გაშრობისას წაისვით ორჯერ ან სამჯერ. დაიბანე თვალები.
კარტოფილის წვენი ასევე ამკვრივებს კანს, აახალგაზრდავებს თვალებს და აძლევს ახალ იერს.