სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაწლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ ვეძებდი მცენარეულ საშუალებებს, გთავაზობთ იმ...

წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ ვეძებდი მცენარეულ საშუალებებს, გთავაზობთ იმ რეცეპტებს, რომლებმაც ყველაზე მეტად მარგო!

წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ ვეძებდი მცენარეულ საშუალებებს, გთავაზობთ იმ რეცეპტებს, რომლებმაც ყველაზე მეტად მარგო!

გაახმეთ კამა, დაფქვით და რეგულარულად იხმარეთ კერძის მომზადებისას. ასევე მარგო: კარგია ძირა. მიიღეთ დამწვარი ალვის ხის მერქნის ნახშირი ჭამამდე და ჭამის შემდეგ (სულ 2 ჩ/კ დღეში).

დილით უზმოზე დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, შემდეგ დაწექით 30 წთ, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ (მკურნალობის კურსი 10 დღეა, 10 დღე დაისვენებთ და გაიმეორებთ კურსს).

გაზებისთვის კარგია სალათებში ნივრის მწვანე ფოთლების დამატება. ნიორი წვრილად დაჭერით, დაალაგეთ თხელ ფენად, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ ეს ფხვნილი დანის წვერით 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

ასევე ეფექტურია ასეთი ნაყენი: თანაბარი რაოდენობის პიტნა, კამის, ცერეცოსა და ძირას თესლის 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 საათი თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე (სულ 1 ჭიქა ნაყენი დღეში).

ექიმის კომენტარი: კამა, ძირა, პიტნა, ცერეცო — ანტიანთებითი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ცნობილი ეფექტიანი საშუალებებია და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს. ნიორი თრგუნავს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, დადებითად მოქმედებს მეტეორიზმის დროს.

კარტოფილის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება. ამასთან იგი აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აცეტილქოლინის შემცველობის გამო კი კარტოფილის წვენის ხანგრძლივად მიღების შედეგად ქვეითდება არტერიული წნევა. ახალგამოწურული წვენი ეფექტიანია გასტრიტებისა და წყლულოვანი დაავადების დროს. ჭამამდე 10 წუთით ადრე მიღებისას წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავების ფუნქციას. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კარტოფილის ბოლქვები, განსაკუთრებით კი კანი, შეიცავს მაღალაქტიურ გლუკოალკალოიდს  ანტიანთებით მოქმედებას ავლენს, მაგრამ დიდი დოზებით ტოქსიკური ეფექტი სოლანინს, რომელიც მცირე დოზეაქვს.

დიდი ხნის ან მწვანე ბოლქვებში სოლანინის შემცველობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც მოწამვლის მიზეზიც კი ხდება ხოლმე. დიდი დოზით მიღებისას სოლანინი თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, აზიანებს სისხლისფორმიან ელემენტებს. უხარისხო კარტოფილით მოწამვლისას ვითარდება გულის- რევა, ღებინება, დისპეფსია, ქოშინი, გულის ფრიალი, კრუნჩხვა, მძიმე შემთხვევაში კი გონების ხანმოკლე დაკარგვა.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!