კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაბოლო დროს შემაწუხა ხშირმა შარდვამ და წყურვილის გრძნობამ, გულიც ხშირად მიჩქარდება, წნევაც...

ბოლო დროს შემაწუხა ხშირმა შარდვამ და წყურვილის გრძნობამ, გულიც ხშირად მიჩქარდება, წნევაც მაქვს, ხოლო გამოკვლევებით დადგინდა რომ შაქრიანი დიაბეტი მაქვს. მას კი ამ მეთოდით ვუმკლავდები!

ბოლო დროს შემაწუხა ხშირმა შარდვამ და წყურვილის გრძნობამ, გულიც ხშირად მიჩქარდება, წნევაც მაქვს, ხოლო გამოკვლევებით დადგინდა რომ შაქრიანი დიაბეტი მაქვს. მას კი ამ მეთოდით ვუმკლავდები!

ვარ 65 წლის ქალი. ბოლო დროს შემაწუხა ხშირმა შარდვამ და წყურვილის გრძნობამ, გული ხშირად მიჩქარდება, წნევაც მაქვს. სისხლის ანალიზმა მომატებული შაქარი აჩვენა. ძალიან შემაშინა ამ დიაგნოზმა, მაგრამ შემდგომ, როდესაც შევიტყვე, თურმე დღეს ძალიან გახშირებულია ასაკოვან ადამიანებში მსგავსი შემთხვევები, ყველა ნაცნობს ვუამბე ჩემი გასაჭირი.

ერთმა ქალბატონმა მირჩია ნივრის თესლის სპირტიანი ნაყენი მიიღეო. ნივრის თესლი ძალიან მცირე ზომისაა — 2-3 მმ-მდე, მაგრამ ეფექტიანი ნაყენის მოსამზადებლად სულ 7-8 ცალი თესლი დაგჭირდებათ. მას უნდა დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი, დადგათ გრილ, ბნელ ადგილას 5-6 დღე და წამალიც მზადაა. ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ნაყენის 5-5 წვეთი. სვით დილაობით, უზმოზე და საღამოობით, ძილის წინ. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით უბრალო ნაყენმა სისხლში შაქარი ისე მომიწესრიგა, რომ უკვე მესამე თვეა, წამალი აღარ მჭირდება.

წნევაც აღარ მაწუხებს, თავის ტკივილი და გულის ფრიალიც მომეხსნა.

ექიმის კომენტარი: ნივრის სამშობლოდ სამხრეთი აზია ითვლება. ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში მოხსენიებულია ნიორი, ნივრის ქერქი, თესლი, ყვავილი. ნიორი იხმარებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება თავის ტკივილის, საერთო სისუსტისა და სხვა მრავალი დაავადების დროს. კბილის ტკივილისას ხმარობდნენ ნივრიან სავლებს. ნივრით მკურნალობდნენ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ბუასილს. სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ ნივრის ბოლქვი შეიცავს საკმაო რაოდენობით ეთერზეთ ალიცინს, რომელსაც აქვს სპეციფიკური სუნი და ბაქტერიციოდული

(ბაქტერიების გამანადგურებელი) მოქმედება. გარდა ამისა, ნიორი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ფიტოსტერინებს, ასკორბინის მჟავას და B ჯგუფის ვიტამინებს. დღეს ნივრის პრეპარატებს იყენებენ ღვიძლის, ბრონქების, ფილტვების დაავადებათა სამკურნალოდ, ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესების დასათრგუნავად, გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

აგრეთვე ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადების, ტროფიკული წყლულების, ტრიქომონადული კოლპიტების, ჭიებით ინვაზიის სამკურნალოდ. ნივრის მშრალ ექსტრაქტს შეიცავს პრეპარატი „ალოქოლი“, რომელსაც იყენებენ ჰეპატიტების, ქოლანგიტების, ქოლეცისტიტების და ქრონიკული ატონიური ყაბზობის სამკურნალოდ.

რაც შეეხება ნივრის თესლის სპირტიანი ნაყენის მიღებისას სისხლში შაქრის მომწესრიგებელ ეფექტს, რაზეც მკითხველი საუბრობს, ამის შესახებ ხალხურ მედიცინასა და ფიტოთერაპიულ ცნობიერებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ ნივრის შემადგენლობაში შემავალ ამინომჟავებს აქვს პირდაპირი ჰიპოგლიკემიური მოქმედება, აძლიერებს სისხლში არსებული ინსულინის მოქმედებას და გლიკოგენის სინთეზს ღვიძლში, რაც ხელს უწყობს ნახშირწყლოვანი ცვლის მოწერიგებას ისევე, როგორც ამას აკეთებს დიაბეტის სამკურნალო ოფიციალური პრეპარატები.

ნიორში შემავალი ალიცინი ასტიმულირებს პანკრეასის უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას, ამიტომ ნივრის პრეპარატები წარმატებით აწესრიგებს შაქარს, განსაკუთრებით II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. ნიორში შემავალი ქრომის იონები კი ზრდის ქსოვილთა დაქვეითებულ მკურნალობას გლუკოზისადმი. ასე რომ, დიაბეტით დაავადებულ ადამიანს შეუძლია ჩართოს რაციონში  ამასთან ერთად გამოიყენოს მკითხველის მიერ შემოთავაზებული რეცეპტი.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!