გამოიყენეთ ეს ნიღაბი სახის კანის გასახალგაზრდავებლად! მას ბუნებრივ ბოტოქსადაც კი მოიხსენიებენ!
სახეზე გამონაყარი ცხოვრების წესზე მეტყველებს
მავნე ჩვევები ყველაზე ხშირად უწევს პროვოცირებას გამონაყარს. მატი ზემოქმედებით ფართოვდება კანის კაპილარები, ვითარდება ვენური შეგუბება, ირღვევა კანის კვება და იცვლება კანის ნორმალური მიკრო ფლორა, რაც საგრძნობლად ასუსტებს უჯრედების იმუნიტეტს და სხეულის გარეგან საფარველს პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის იოლად შესაღწევს ხდის.
კანი იღებს მოლურჯო ელფერს, ალაგ-ალაგ წითლდება, ადრე ნაოჭდება და გამონაყარით იფარება. ასევე მოქმედებს ნარკოტიკებიც, რომლებიც კანს ფიტავს, აყვითლებს და მიწისფერს სძენს.
გამოფიტვისა და გამოშრობის პასუხად, პათოლოგიური ცვლილებების შესაჩერებლად, ორგანიზმში ამოქმედდება საკომპენსაციო მექანიზმები და იმაზე მეტი ცხიმის გამოყოფა იწყება, ვიდრე საჭიროა, რასაც საბოლოოდ სებორეამდე, აკნემდე და კანის სხვა, მეტად სერიოზულ დაავადებებამდე მივყავართ.
უკვე 55 წლის ვარ, მაგრამ დიდ ყურადღებას ვუთმობ გარეგნობას. ზოგიერთის აზრით, ხანში შესული ქალი მომხიბლაობას კარგავს. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ქალი სიბერეშიც უნდა ზრუნავდეს გარეგნობაზე. ამისთვის საჭირო არ არის დიდი დრო და ფული. მე სოფელში ვცხოვრობ და მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას ვიყენებ.
ბუნებაში უამრავი საშუალებაა, რომელთა გამოყენება იოლი საქმეა. მინდა გასწავლოთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალება.
მომზადების წესი:
- 2 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ, დაუმატეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და ეს ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით სასურველი დამატენიანებელი.
თუ რეგულარულად გაიკეთებთ, ნიღაბი დაგირბილებთ კანს და გაგისწორებთ ნაოჭებს. ეს პროცედურა ძალიან მარტივად შესასრულებელია, შედეგი კი განსაცვიფრებელი.
ჩემი სახის კანი ყველას აოცებს და როცა საკუთარ ასაკს ვამხელ ხოლმე, არავინ მიჯერებს. ყველას ვურჩევ, დღეში ერთხელ მაინც დაუთმოს საკუთარ გარეგნობას 15-20 წუთი, სამაგიეროდ, მიიღებთ ახალგაზრდულ ენერგიას, ხალისს, რაც აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობისათვის.
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ სილამაზის შენარცუნებაში და დაბერების პროცესის შენელებაში! რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური და საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას!