ნიორი და თაფლი: ეს კომბინაცია შეუცვლელია თრომბოზისა და ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ! მისი ეფექტურობა დადასტურებულია!
თაფლი და ნიორი კარგია ჯანმრთელობისთვის, რადგან მათ აქვთ ძლიერი ანტიბიოტიკი თვისებები, რომლებიც ეხმარება ჩვენს იმუნურ სისტემას.
თუ ნიორსა და თაფლს შეურევთ და ამ ნარევს 7 დღის განმავლობაში უზმოზე მიირთმევთ, საგრძნობლად გააუმჯობესებთ ჯანმრთელობას და თავიდან აიცილებთ გარკვეული დაავადებების განვითარებას.
ერთის მხრივ, თაფლი და თბილი წყალი შესანიშნავი კომბინაციაა ორგანიზმის გასაწმენდად, მეორე მხრივ კი ნიორი ცნობილია თავისი კვებითი ღირებულებითა და დაბალი კალორიულობით.
რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ნიორისა და თაფლის კომბინაციას?
1. კვებავს კანს
როგორც კი დაიწყებთ თაფლისა და ნივრის ყოველდღიურ რუტინაში შეყვანას, ეს კომბინაცია თქვენს კანს შესანიშნავ ბზინვარებას მიანიჭებს და საგრძნობლად გააახალგაზრდავებს მას.
2. მკურნალობს გრიპს, გაციებას და ალერგიას
ნივრისა და თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები სულ რამდენიმე დღეში კურნავს გაციებას და გრიპს.
3. აძლიერებს იმუნიტეტს
თაფლისა და ნივრის ნაზავი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იმუნიტეტის გაძლიერებას და, შესაბამისად, წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
4. ამცირებს ინფარქტის რისკს
ნივრისა და თაფლის ნაზავი ხელს უწყობს გულის შეტევის რისკის შემცირებას სისხლში ცუდი ქოლესტერინის შემცირებით.
ნივრის და თაფლის სხვა სამკურნალო თვისებები:
- ნიორი და თაფლი უზმოზე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას (აფერხებს თრომბოზს და ვარიკოზულ ვენებს).
- არეგულირებს არტერიულ წნევას.
- ამცირებს ანთებით პროცესებს (აუმჯობესებს ჯანმრთელობას ართრიტის დროს, ორგანიზმში სითხის შეკავებას და კუნთების დაავადებებს მკურნალობს).
- ებრძვის ხველას (თუ ხველა გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით, თაფლსა და ნიორზე უკეთესი არაფერია. ეს სწრაფად შეამცირებს ყელის გაღიზიანებას, ასტიმულირებს ლორწოს გამოყოფას).
როგორ მოვამზადოთ ნიორი და თაფლი? აი რა გჭირდება:
ინგრედიენტები:
12-13 კბილი ნიორი, ერთი ჭიქა თაფლი (დაახლოებით 335 გ), პატარა ქილა თავსახურით.
მომზადების პროცესი:
ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ჩაასხით თაფლი შუშის ჭურჭელში და იქ გადაიტანეთ ნიორი. დააფარეთ თავსახური და შეინახეთ 1 კვირა ბნელ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ თქვენ მიიღებთ ბუნებრივ წამალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი წამალია მსოფლიოში.
მიიღება 1 სუფრის კოვზი დღეში, დილით უზმოზე.
სიროფი შეიძლება განზავდეს თბილი წყლით. წამალი მიიღება 7 დღის განმავლობაში შეუფერხებლად, შემდეგ კეთდება შესვენება ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ ეს წამალი მიიღება კიდევ ერთი კვირის განმავლობაში.