ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაუკვე რამდენიმე წელია მაწუხებს ოსტეოქონდროზი და სახსრების ტკივილი! თუმცა მას შემდეგ, რაც...

უკვე რამდენიმე წელია მაწუხებს ოსტეოქონდროზი და სახსრების ტკივილი! თუმცა მას შემდეგ, რაც მზესუმზირის ფესვების ნახარშის სმა დავიწყე, თითქოს ხელახლა დავიბადე!

უკვე რამდენიმე წელია მაწუხებს ოსტეოქონდროზი და სახსრების ტკივილი! თუმცა მას შემდეგ, რაც მზესუმზირის ფესვების ნახარშის სმა დავიწყე, თითქოს ხელახლა დავიბადე!

რამდენიმე თვის წინად, ერთ-ერთ სტატიაში გავეცანი რეცეპტს, რომელზეც ავტორი წერდა, რომ ამ რეცეპტით მომზადებული ნახარში შლიდა მარილებს და კენჭებს თირკმელებში.

ვიფიქრე, თუ თირკმელებში შლის კენჭებს, შესაძლებელია, მთელი ორგანიზმიც გაწმინდოს მარილებისგან-მეთქი. უკვე რამდენიმე წელია მაწუხებს ოსტეოქონდროზი და სახსრების ტკივილი. ბევრნაირი მკურნალობა ჩავიტარე, პერიოდულად მაინც ისეთი ტკივილები მაქვს, განძრევა მიჭირს. მას შემდეგ კი, რაც მზესუმზირის ფესვების ნახარშის სმა დავიწყე, თითქოს ხელახლა დავიბადე.

როგორ მზადდება სამკურნალო საშუალება?

მზესუმზირის მოსავლის აღების შემდეგ უნდა მოაგროვოთ მისი ფესვები, კარგად გარეცხოთ და გააშროთ. 1 ჭიქა დანამცეცებულ ფესვებს დაასხით 3 ლ წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გაწურეთ.

თითო ლიტრი ნახარში უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში (მნიშვნელობა არა აქვს, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ).

მოხარშვის შემდეგ ფესვები არ გადაყაროთ, შეინახეთ მაცივარში. მათი გამოყენება კიდევ ორჯერ შეგიძლიათ. მეორე მოხარშვისას წყალი 10 წუთი უნდა ადუღოთ, მესამე მოხარშვისას — 15 წუთი. გამოდის, რომ 1 ჭიქა ფესვებისგან 3 ნახარშის მომზადება შეგიძლიათ. იგი 9 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. ნახარში ძალიან გემრიელია და მას წყლის მაგივრად ვსვამ ხოლმე. ნახარში ერთსა და იმავე დროს უნდა დალიოთ.

ორთვიანი კურსის შემდეგ სახსრები თითქოს უფრო დრეკადი გამიხდა, ტკივილები მომეხსნა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევძელი წელში მოხრა, კისრის თავისუფლად მობრუნება. ასე მგონია, გავახალგაზრდავდი.

მკითხველნო ჯანმრთელობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: მზესუმზირის გამოყენება ხალხურ მედიცინაში უკავშირდება მასში პექტინის შემცველობას. ამ ნივთიერებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი მოქმედება აქვს, თრგუნავს ნაწლავის პათოგენურ ფლორას, ამიტომ ეფექტიანია ენტეროკოლიტების დროს. მზესუმზირის ზეთს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. მას იყენებენ, აგრეთვე, სანაღვლე გზების დაავადებების დროს — მოქმედებს ნაღვლის ბუშტის მოტორიკაზე. რაც შეეხება მზესუმზირის ფესვების ნაყენის ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ, მარილების დამშლელ და სახსრების ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს, ასეთი ინფორმაცია ფარმაკოპეაში აღნიშნული არ არის.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!