კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამძიმე ოპერაცია გადავიტანე, რის გამოც მკვეთრად დამიქვეითდა ჰემოგლობინი. ამის გამოსასწორებლად გადავწყვიტე ხალხური...

მძიმე ოპერაცია გადავიტანე, რის გამოც მკვეთრად დამიქვეითდა ჰემოგლობინი. ამის გამოსასწორებლად გადავწყვიტე ხალხური მედიცინისთვის მიმემართა!

მძიმე ოპერაცია გადავიტანე, რის გამოც მკვეთრად დამიქვეითდა ჰემოგლობინი. ამის გამოსასწორებლად გადავწყვიტე ხალხური მედიცინისთვის მიმემართა!

რამდენიმე წლის წინათ, მძიმე ოპერაცია გადავიტანე და მკვეთრად დამიქვეითდა ჰემოგლობინი. დამინიშნეს რკინის შემცველი პრეპარატები, რომლებმაც მალე კუჭი გამიღიზიანა. ამიტომ გადავწყვიტე, თვითონ მიმეხედა ამ პარობლემისათვის სააფთიაქო მედიკამენტების გარეშე.

დავიწყე ხალხური ფიტოთერაპიული საშუალებების ძებნა. ასეთ დროს ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოიყენება სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენების ნარევი. თავდაპირველად ამ ნარევს ვსვამდი, მაგრამ მერე უკეთესი რეცეპტი მასწავლეს:

  • 1/4 ჩ/ჭ ჭარხლის წვენი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში,
  • დაუმატეთ ნახევარი ჩ/ჭ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1/4 ჩ/ჭ 50 გრადუსამდე შემთბარი ნაღები.
  • მოურიეთ და დალიეთ.

ეს ნარევი უნდა მიიღოთ დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ შეიმოწმეთ ჰემოგლობინის დონე თქვენს ორგანიზმში.

ასეთი ნარევი არ აღიზიანებს კუჭს, ორგანიზმს მატებს ძალას, აუმჯობესებს მხედველობას და ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან გემრიელცაა.

კურსის ჩატარება უმჯობესია შემოდგომაზე, როცა ბოსტნეული სავსეა ვიტამინებით (თუმცა წლის ნებისმიერ დროსაც შეგიძლიათ). მე ორი კურსი ჩავიტარე (შემოდგომობით). მას შემდეგ ჰემოგლობინი ნორმაში მაქვს და თავსაც კარგად ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი: ჭარხალი მდიდარია ცილებით, უჯრედისით, შაქრით, ცხიმებით, საღებავებით, მინერალური მარილებით (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, იოდი), ასკორბინის მჟავით, B, B, P, PP ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ბეტაინით. ამიტომ წარმატებით გამოიყენება არაერთი დაავადების სამკურნალოდ. უჯრედისი და ორგანული მჟავები ააქტიურებს კუჭის სეკრეციას და ნაწლავის პერისტალტიკას, რის გამოც ჭარხალი ეფექტიანია სპაზმური კოლიტების დროს.

ჭარხალი ეფექტიანია ანემიების დროს, რადგანაც ვიტამინები და რკინა ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. ჭარხალს უნიშნავენ თირეოტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტის დროს. სტაფილო ასევე მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით კაროტინით (A პროვიტამინით). ნაღები კი იცავს კუჭის ლორწოვანას მჟავების გამაღიზიანებელი ზემოქმედებისგან და ამავე დროს აძლიერებს პროვიტამინის შეწოვას. ასეთი წვენების ნარევი განსაკუთრებით ეფექტიანია ანემიისა და მხედველობის დაქვეითების დროს.
ჩვენო ერთგულნო მკითხველნო გისურვებთ ჯანმრთელობას !
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!