შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადღეს წნევა ძალიან გავრჩელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე! ჩემს ჩანაწერებში აღმოვაჩინე რამდენიმე ეფექტური...

დღეს წნევა ძალიან გავრჩელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე! ჩემს ჩანაწერებში აღმოვაჩინე რამდენიმე ეფექტური რეცეპტი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ!

დღეს წნევა ძალიან გავრჩელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე! ჩემს ჩანაწერებში აღმოვაჩინე რამდენიმე ეფექტური რეცეპტი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ!

რიგრიგობით ვამზადებ ხან ერთ, ხან მეორე წამალს და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გაცილებით იშვიათად მჭირდება წნევის წამალი და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაც გამიუმჯობესდა — ადრე თითქმის ყველაფერი მტკიოდა, ახლა კი ძალიან ყოჩაღად ვარ. გთავაზობთ ნაცად რეცეპტებს:

რეცეპტი 1:

ერთმანეთში შეურიეთ თითო ს/კ გახეხილი ლიმონი და შტოში, ნახევარი ს/კ ნედლი, კარგად გარეცხილი და ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ასკილი, 1 ჩ/ჭ თაფლი. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი დილით და საღამოს. ძალიან სასარგებლოა ასეთი ნარევიც: აურიეთ თითო ჭიქა ჭარხლისა და სტაფილოს წვენი, ნახევარი ჭიქა შტოშის წვენი, ერთი ჭიქა თაფლი. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.

რეცეპტი 2:

შეურიეთ 2 ჭიქა ჭარხლის წვენი, 1 ლიმონის წვენი და 1,5 ჭიქა შტოშის წვენი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ექიმის კომენტარი: მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეულ რეცეპტში შემავალ კომპონენტთა სამკურნალო თვისებები. შტოში მდიდარია ორგანული მჟავებით, C ვიტამინით, ფლავონოიდებით, გლიკოზიდებით, იოდით და სხვა მიკროელემენტებით. შტოშის ნაყოფს აქვს შარდმდენი და ანტიმიკრობული თვისებები. იყენებენ თირკმლის და საშარდე გზების სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. შტოში ზრდის კუჭის სეკრეციას, ამიტომ კარგია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიისას კი შესაძლოა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს. ჭარხალი შეიცავს ცილებს, უჯრედისს, ცხიმებს, საღებავებს, მინერალურ მარილებს (მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს), C, B1, B., P, PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას. ჭარხალი სამკურნალო-დიეტური პროდუქტია.

მასში დიდი რაოდენობით შემავალი რკინა ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. ჭარხალი სასარგებლოა თირეოტოქსიკოზით, ათეროსკლეროზით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. მასში შემავალი მინერალური მარილები ანტიარითმიული და წნევის დამწევი ეფექტით ხასიათდება, იოდი კი აწესრიგებს ქოლესტერინულ-ლიპიდურ ცვლას. ტრადიციულ მედიცინაში ჭარხლის წვენი ჰიპერტონიული დაავადებისა და ღვიძლის პათოლოგიების დროს გამოიყენება.
ლიმონი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მინერალური ცვლის დარღვევის, შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმის დროს. ლიმონის წვენი ეფექტიანია ანგინის, ფარინგიტის და სოკოვანი პათოლოგიებისას.

ხოლო ასკილის ნაყენი მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება. მკითხველის მიერ მოწოდებული სახით (ხორცსაკეპში გატარებული) იგი არანაკლებ ეფექტიანი იქნება, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ამიტომ ალერგიული პათოლოგიის მქონენი ამ რეცეპტს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები