შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასანამ იბუპროფენს მიიღებ, სცადე კურკუმას გამოყენება! ბუნებრივი მკურნალობა უფრო ეფექტურია და არ...

სანამ იბუპროფენს მიიღებ, სცადე კურკუმას გამოყენება! ბუნებრივი მკურნალობა უფრო ეფექტურია და არ გააჩნია გვერდითი ეფექტი!

სანამ იბუპროფენს მიიღებ, სცადე კურკუმას გამოყენება! ბუნებრივი მკურნალობა უფრო ეფექტურია და არ გააჩნია გვერდითი ეფექტი!

სამწუხარდ ადამიანების უმრავლესობა ნებისმიერი სახის ტკივილის, იქნება ეს ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი თუ თავის ტკივილი, იღებს წამლებს ტკივილის შესამსუბუქებლად. ისინი ჩვეულებრივ იწყებენ რეკომენდებული რაოდენობით მიღებას, მაგრამ როდესაც წამაი უკვე აღარ აყუჩებს ტკივილს,  ჩვენ კიდევ რამდენიმე წამალს ვსვამთ.

ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კურკუმა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც იბუპროფენის ალტერნატივა ოსტეოართრიტის დროს.

თავად სანელებელს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები და იმუნური სისტემის რეაქციების შეცვლის უნარი. დამატებითმა კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმა კიდევ უფრო ეფექტურია ანთების შესაჩერებლად.

როგორც დამატებითი ბონუსი, კურკუმა არის არა მხოლოდ უსაფრთხო და სრულიად ბუნებრივი, არამედ იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება.

კურკუმას გამოყენების სია საკმაოდ ვრცელია!

მისი გამოყენება შესაძლებელია კუჭის ტკივილის, გაზების, დიარეის, ნაღვლის ბუშტის დარღვევების, ღვიძლის პრობლემების, გულძმარვის, ართრიტის და სხვათა სამკურნალოდ. მისი აქტიური ნივთიერება, კურკუმინი, არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის ანთებას. კურკუმას გამოყენების საუკეთესო და მარტივი გზა ექსტრაქტია, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფესვიც.

კურკუმა ასევე ზრდის ანტიოქსიდანტურ აქტივობას. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეამციროს გაღიზიანება და გააძლიეროს იმუნიტეტი.

მომზადება შემდეგნაირია:

  • დაამატეთ ახალი კურკუმა სალათებს ან გამოიყენეთ მწნილის დასამზადებლად.
  • 1⁄2 ჩაის კოვზი დაფხვნილი კურკუმა შეურიეთ 1 ჩაის კოვზ თაფლს, რომ მიიღოთ პასტა. მიიღეთ პასტა 1-დან 3-ჯერ დღეში, სანამ სიმპტომები გრძელდება.
  • მიიღეთ კურკუმა კაფსულის სახით ინსტრუქციის მიხედვით.
  • ჩაის მოსამზადებლად გამოიყენეთ ფხვნილი ან ახალი კურკუმა.
  • კურკუმას საკვებში სანელებლად გამოყენება ზოგადად უსაფრთხოა, თუ არ ხართ მგრძნობიარე.

არ გამოიყენოთ კურკუმა, როგორც წამალი, თუ გაქვთ:

  • კუჭის პრობლემები
  • ნაღვლის ბუშტის პრობლემები
  • სისხლდენა ან დარღვევა
  • ჰორმონებისადმი მგრძნობიარე პირობები
  • რკინის დეფიციტი
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, არ მიიღოთ დიდი რაოდენობით კურკუმა.

გამოიყენეთ კურკუმა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და თავად დარწმუნდებით რამდენად ეფექტურია ის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები