სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ შეკრულობით იტანჯებით, ამის მოგვარებას სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად მოახერხებთ! სცადეთ დღესვე!!

თუ შეკრულობით იტანჯებით, ამის მოგვარებას სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად მოახერხებთ! სცადეთ დღესვე!!

თუ შეკრულობით იტანჯებით, ამის მოგვარებას სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად მოახერხებთ! სცადეთ დღესვე!!

სწრაფი მეთოდები შეკრულობის დროს!

თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, ვერაფერი გაგისუფთავებთ ნაწლავებს ოყნაზე უკეთ. ის უებარი საშუალებაა, მაგრამ ხშირად თუ გამოიყენებთ, შესაძლოა, მსხვილი ნაწლავი გაიზარმაცოთ. გაიკეთეთ ოყნა მხოლოდ სუფთა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.

ნურასოდეს გამოიყენებთ საპნის ხსნარს მას შეუძლია ნაწლავი გაგიღიზიანოთ. იგივე შეიძლება ითქვას საფაღარათო სანთლებზეც. თუ მაინც შეიძენთ, გლიცერინის შემცველი აარჩიეთ. მკვეთრ ქიმიურ ნივთიერებებს ერიდეთ. თვალი გადაავლეთ თქვენი სამკურნალო საშუალებების არსენალს.

არსებობს პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ან გააღრმაოს შეკრულობა. მათ რიცხვს ეკუთვნის:

  • ანტაციდები, რომლებიც შეიცავს ალუმინს ან კალციუმს;
  • ანტიჰისტამინური საშუალებები;
  • პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • კალციუმის დანამატები;
  • შარდმდენები;
  • სანარკოზე საშუალებები;
  • ფენოთიაზინები;
  • საძილე პრეპარატები;
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

არსებობს საკვები, რომელიც ზოგთან შეკრულობას იწვევს, ზოგთან კი ფაღარათს, მაგალითად, რძემ ერთს შესაძლოა ძლიერი შეკრულობა დამართოს, მეორეს კი — პირიქით.

თუ შეკრულობის დროს ძლიერ ტკივილს გრძნობთ, სავარაუდოდ, ეს სპასტიკური მსხვილი ნაწლავის ბრალია. ის, ვისაც სპასტიკური მსხვილი ნაწლავი აქვს, უნდა ერიდოს აირების დაგროვების გამომწვევ საკვებს, მაგალითად, პარკოსნებს, კომბოსტოს. ბევრის ჭამასაც უნდა ერიდოთ — საკვების დიდი ულუფა წელავს ნაწლავის კედელს და ამით ამძიმებს.

ვარ 45 წლის, ბოლო რამდენიმე წელი ძალიან შემაწუხა ყაბზობამ (კუჭის შეკრულობამ), ამასთან ერთად გულიც არ მქონდა კარგად, წელსაც ვიტკივებდი ხოლმე, უმადობაც მჭირდა და საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მქონდა კარგი.

ხალხური მედიცინის წიგნში წავიკითხე, რომ კუჭის შეკრულობის დროს ძალიან კარგია კიტრი. ყოველ დილას ერთ ცალ საშუალო ზომის კიტრს ვფცქვნიდი და ვხეხავდი წვრილ სახეხზე. მიღებულ პიურეს ვჭამდი უზმოზე. ასე გავაგრძელე ორი კვირა.

არ ვაჭარბებ, რაც კი მაწუხებდა, ყველაფერზე მიშველა: კუჭის მოქმედება გამომისწორდა, წელის ტკივილი მომეხსნა, გულიც აღარ მახსენებს თავს. ნამდვილად არ ვიცოდი თუ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა. თქვენც სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!