შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგინდა შემოგთავაზოთ პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტიანი რეცეპტი!

გინდა შემოგთავაზოთ პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტიანი რეცეპტი!

გინდა შემოგთავაზოთ პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტიანი რეცეპტი!

ნიშნები, რომლებზეც ქვემოთ ჩმოგითვლით, შესაძლოა, ბევრ ადამიანს აღმოაჩნდეს, თანაც, ასაკის მიუხედავად. ანალიზებიი ორგანიზმში პარაზიტების არსებობას ყოველთვის არ აჩვენებს და ხშირად ამ ნიშნებს სხვა, ბევრად სერიოზული დაავადებების სიმპტომებად მივიჩნევთ, როგორიცაა: ალერგია, ნერვული გაღიზიანებულობის მომატება, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული მოშლილობა, დიარეა, ქრონიკული დაღლილობა, ხველა, კანის ცუდი მდგომარეობა, ძილში შფოთვა და სხვ.

თუ ეს სიმპრომები გაწუხებთ, პარაზიტების თავიდან მოსაშორებლად კი შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი რეცეპტები:

  1. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 0,5 ჭიქა ნიორი, დაასხით 250 გ არაყი, დადგით ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში, ხშირ-ხშირად შეანჯღრიეთ. მიიღეთ თითო ჩ/კ დილით, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ნაყენის მიღებისთანავე ცოტა ხნით უნდა დაწვეთ. დღის განმავლობაში ამის გარდა უნდა მიიღოთ არყის ხის ფოთლების ნაყენი.
  2. 1 ს/კ ნორჩ ფოთლებს დაასხით ჭიქაზე ოდნავ მეტი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ 2-3 წუთი, დადგით თავდახურული 40 წუთი, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, 15- 20 დღის განმავლობაში. ნაყენის მიღება უმჯობესია ჭამამდე 20 წუთით ადრე. ლამბლია ჭიები ორგანიზმიდან გამოიდევნება.

ლამბლიოზი განსაკუთრებით ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. ეს მცირე ზომის პარაზიტი ადამიანის სანაღვლე გზებში იბუდებს, მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის კუჭ-ნაწლავის სისტემას და მთელ ორგანიზმს. ხშირად მშობლები ვერც კი ხვდებიან, რომ ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ლამბლიოზია. დაავადების დიაგნოსტირებაც რთულია — ერთჯერადი ანალიზის უარყოფითი პასუხი სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვს ლამბლიოზი არ სჭირს, რადგან პარაზიტს განვითარებისა და გამრავლების გარკვეული პერიოდები აქვს.

თუ ანალიზის აღების მომენტი ლამბლიების სანაღვლე გზებიდან ნაწლავებში გადმოსვლის პერიოდს არ დაემთხვა, განავლის ანალიზში შეიძლება ეს ჭიები არც კი აღმოჩნდეს. მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი უსაფრთხო და უვნებელია ორგანიზმისთვის.

  • ნიორი ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც პარაზიტული დაავადებების სამკურნალო საკმაოდ ეფექტიანი საშუალება. მეჭეჭიანი არყი საქართველოს მაღალმთიანეთში ფართოდ გავრცელებული ხეა. მისი ღეროს ქერქი თეთრი და პრიალაა, ხანში შესვლისას კი იშაშრება. ახალგაზრდა ტოტები და ყლორტები დაფარულია მოყავისფრო ქერქით, რომელიც მრავალი ფისიანი მეჭეჭითაა მოფენილი. ფოთლები სამკუთხა, წაწვეტებული ფორმისა და გრ- ძელყუნწიანია, კიდეებში ხერხისებრ დაკბილული. არყის ფოთლები შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს, რომელიც კურნავს სხ-ვადასხვა დაავადებას. არყის ფოთლებზე მოხვედრილი მავნე ბაქტერიები 3 საათის განმავლობაში იხოცებიან.
  • არყის ღეროდან ადრე გაზაფხულზე გამონადენ წვენს ხალხური მედიცინა „გამაჯანსაღებელ სისხლს“ უწოდებს. მას დღეში სამჯერ თითო ჩაის ჭიქას სვამენ ეგზემისა და კანის გამონაყარის სამკურნალოდ, ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის დროს. ფოთლების ნაყენს შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. სასარგებლოა ნევროზისა და ნეფრიტის დროსაც. ნორჩი ფოთლების ნაყენი გამოიყენება ლამბლიოზის და ქოლეცისტიტის სამკურნალოდ. რადიკულიტისა და რევმატიზმის დროს არყის ნედლ ფოთლებს მტკივნეულ ადგილებზე იფენენ.
Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები