ბოლო რამდენიმე წელია მაწუხებს პარკინსონი! რამდენიმე თვის წინ წავასწყდი ხალხური მედიცინის წიგნს, სადაც ვიპოვე გასაოცარი რეცეპტი..
რამდენიმე წელია, დამეწყო ხელების კანკალი. დამისვეს პარკინსონიზმის დიაგნოზი. ვმკურნალობ ნევროლოგის მეთვალყურეობით, მაგრამ დაავადება კვლავ პროგრესირებს. გავეცანი უამრავ სამედიცინო ლიტერატურას ამ დაავადების შესახებ და ძალიან ვღელავ იმის გამო, რომ ქიმიური წამლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ვსვა, თანაც შეიძლება საგრძნობი შედეგი ვერც მივიღო.
ამიტომ დავინტერესდი ხალხური მედიცინით, მივაგენი პარკინსონიზმის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტს. საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა და ძალიან მომიხდა. გირჩევთ თქვენც მოამზადოთ.
რეცეპტი და მომზადების წესი:
- 5 გრ მსხვილად დაკეპილი ამარალისის, იმავე ბელადონას ფესვს დაასხით 100 მლ თეთრი ღვინო (8-10%-იანი),
- დაუმატეთ 1 გრ დჟელატინი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთი.
- შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ და დადგით ბნელ და გრილ ადგილას.
მიიღეთ თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ დოზა თანდათან უნდა გაზარდოთ და ახვიდეთ 2 ს/კოვზამდე თითო მიღებაზე.
ასევე ეფექტიანია სხვა მცენარეთა ნაყენები:
1. ლენცოფას ნაყენი:
- 1 ჩ/კ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი,
- გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
2. სალბის ნაყენი:
- 2ს/კ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ (უმჯობესია თერმოსში) 8 საათის განმავლობაში,
- შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ სამ დალევაზე ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ექიმის კომენტარი:
პარკინსონიზმი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული. ვლინდება მოძრაობის სიღარიბით (ოლიგოკინეზია), კუნთების კანკალითა და მოძრაობის შენელებით (ბრადიკინეზია).
ყველაზე მეტად გავრცელებულია პარკინსონის დაავადების იდიოპათიური ფორმა, რომელიც 50 წლის შემდეგ ვითარდება, იწყება ხელების კანკალით და ნაწილობრივი ან საერთო შებოჭილობით. თანდათანობით კანკალი ძლიერდება, ირღვევა სიარულის მანერა. შებოჭილობის, კანკალის, გაძლიერებული ნერწყვდენის და სხვა გამოვლინების შესამცირებლად იყენებენ ატროპინის რიგის, ანტიჰისტამინურ, ნეიროლეტიურ პრეპარატებს.
სწორედ ატროპინითაა განსაკუთრებულად მდიდარი მცენარე ამარილისი (ბელადონა), აგრეთვე ლენცოფა, ამდენად, ამ მცენარეთა ნაყენი უდავოდ მოგცემთ დადებით ეფექტს პარკინსონიზმის დროს, მაგრამ მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო გვერდითი ეფექტების განვითარების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობა უნდა დაიწყოთ დაბალი დოზებით.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარვევა, გუგების გაფართოება, შარდვის გაძნელება, ტაქიკარდია, ყაბზობა. უფრო ძლიერი მოწამვლა კი გაცილებით უფრო სერიოზულ დარღვევებს იწვევს. ატროპინის შემცველი პრეპარატების გამოყენების უკუჩვენებაა გლაუკომა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაზიანებები.
პირველ რეცეპტში შემავალი ცხოველური ნახშირი ძალიან ძლიერი მშთანმთქმელია და შესაძლოა მისი ფუნქცია ამ რეცეპტში მცენარის ტოქსიკური თვისებების განეიტრალება იყოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!