ხუთშაბათი, მაისი 30, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაუძილობა დამეწყო, ქიმიურმა წამლებმა კიდევ უფრო გამიღიზიანა ნერვები. ნაცნობმა მირჩია ეს მცენარეული...

უძილობა დამეწყო, ქიმიურმა წამლებმა კიდევ უფრო გამიღიზიანა ნერვები. ნაცნობმა მირჩია ეს მცენარეული საშუალებები გამომეყენებინა, რომლითაც ეს პრობლემა სამუდამოდ დავივიწყე!

უძილობა დამეწყო, ქიმიურმა წამლებმა კიდევ უფრო გამიღიზიანა ნერვები. ნაცნობმა მირჩია ეს მცენარეული საშუალებები გამომეყენებინა, რომლითაც ეს პრობლემა სამუდამოდ დავივიწყე!

რამდენიმე წლის წინათ ძლიერი სტრესი გადავიტანე და უძილობა დამეწყო. ქიმიურმა წამლებმა კიდევ უფრო გამიღიზიანა ნერვები, სულ აგზნებული ვიყავ და ყველაფერზე ვბრაზობდი.

ერთმა ნაცნობმა მირჩია, მცენარეული საშუალებები გამომეყენებინა ძილის და შემდგომ ნერვების მოსაწესრიგებლად და მასწავლა ძალიან მარტივი რეცეპტები, რომლებმაც მართლაც დაასრულა ჩემი ტანჯვა.

ამ რეცეპტებს დღესაც ვიყენებ ხოლმე და სხვებსაც ვურჩევ მათ გამოყენებას:

  • რეცეპტი 1

1/2 ჩ/კ გვირილას დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ.

დალიეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე, მაგრამ მანამდე უნდა წაიხემსოთ, რადგან გვირილა ნაღველმდენია და შეიძლება ღამე კუჭმა შეგაწუხოთ.

  • რეცეპტი 2

თუ გვირილის ნაყენი არ გშველით, ყაყაჩოს ნახარში დალიეთ: 1/3 ჩ/კ ყაყაჩო და 1/4 ჭიქა წყალი ადუღეთ 1-3 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ.

ექიმის კომენტარი:

ორგანიზმზე გვირილის ნაყენის დადებითი მოქმედება ხასიათდება ეთერზეთებით, აზულენით, ფლავონოიდებით, პოლისაქარიდებით, ვიტამინებით და სხვა. გვირილის პრეპარატებს აქვს სპაზმოლიზური, ანტიანთებითი, ანტისეპტიკური, სედატიური (საძილე) და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გვირილის ნაყენი ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ხსნის ნაწლავთა სპაზმებს.

გვირილის ეთერზეთი აძლიერებს და აღრმავებს სუნთქვას, აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ასეთი ეფექტების გამო მის ნაყენს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების დროს. ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს გვირილის პრეპარატები ხსნის სანაღვლე გზების სპაზმს, ამცირებს ანთების გამოვლინებებს. მცენარის საძილე და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამო მას იყენებენ, როგორც ნერვული სისტემის დამამშვიდებელ და საძილე საშუალებას მსუბუქი აგზნებების დროს.

ყაყაჩო ბიოლოგიურად საკმაოდ აქტიურ 20-მდე ალკალოიდს შეიცავს. მათ შორისაა მორფინი, კოდეინი, პაპავერინი. შეიცავს აგრეთვე ორგანულ მჟავებს, ცხიმებს. ყაყაჩოში შემავალი ალკალოიდები ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებს მიეკუთვნება, თრგუნავენ ტკივილს, აცხრობენ უარყოფით ემოციებს, ხსნიან სპაზმებს, აქვთ ძლიერი საძილე მოქმედება. ყაყაჩოს ნაყენით მეტისმეტად გატაცებას არ გირჩევთ, რადგან დოზის გადამეტების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტები და თანაც მცენარეში შემავალი ნივთიერებები (თუნდაც მცირე დოზით მიღებისას) მათდამი შეჩვევას იწვევს.
Facebook კომენტარები
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული