საშინაო საშუალება, რომელიც სამუადმოდ მოგიწესრიგებთ წნევას და სისხლში შაქრის დონეს! გარანტირებული შედეგი!
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი სამუშაო ანუ ჩვეულებრივი წნევა. მიიჩნევა, რომ წნევა არ უნდა აღემატებოდეს 140/90 მმ ვწყ. სვ-ს. ზოგისთვის ნორმული მაჩვენე-ბელი 100-ზე დაბალია, მაგალითად, 90/60 მმ ვწყ. სვ. სისხლის წნევის მაჩვენებლები ნორმის დროს შესაძლოა მერყეობდეს ასაკის, სქესის, პაციენტის რასობრივი კუთვნილების მიხედვით.
ცვლილება დამოკიდებულია სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობაზე, პაციენტის პოზაზე, ჩონჩხის კუნთების ტონუსზე და სხვა. არტერიული წნევის მერყეობა აღინიშნება არა მხოლოდ ავადმყოფებში, არამედ ჯანმრთელებშიც, მაგალითად, ჯანმრთელი პირების სისხლის წნევის მერყეობის ამპლიტუდამ დღე-ღამის განმავლობაში შესაძლოა 30 მმ ვწყ. სვ-ს მიაღწიოს, ამიტომ ძნელია სისხლის წნევის ლიმიტის დადგენა ნორმის დროს და საზღვრის გავლება ნორმულ და მომატებულ მაჩვენებლებს შორის.
ამის გამო მიღებულია პირობითი ნორმები, რომლებიც იძლევა იმ პირთა იდენტიფიკაციის საშუალებას, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ გართულების აღმოცენების რისკი აქვთ. ეს ნორმები ითვალისწინებს სისხლის წნევის როგორც სისტოლურ, ისე დიასტოლურ მაჩვენებლებს. როგორც ითქვა, არტერიულ წნევაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არა დაავადებასთან, არამედ გარემოს ფაქტორებთან გვაქვს საქმე.
მაგალითად, სიცხეში არტერიული წნევა შეიძლება დაქვეითდეს, რაც სითბოს მომატებული გაცემის მიზნით სისხლძარღვების რეფლექტორული გაფართოებით, აგრეთვე ოფლის გამოყოფის გამო ორგანიზმის მიერ სითხის კარგვით არის განპირობებული. მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს არტერიული წნევის მატება გულისცემის გახშირებასა და გულის გაძლიერებულ მუშაობას უკავშირდება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არტერიულ წნევაზე ახდენს გავლენას, ორთოსტატიკური ეფექტია. ის აღინიშნება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში სწრაფად გადასვლისას. ამ შემთხვევაში გული და სისხლძარღვების ტონუსი ვერ ასწრებს ახალ პირობებთან შეგუებას და წნევა ქვეითდება. ასეთ დროს შესაძლოა ადამიანს თვალთ დაუბნელდეს. გულისმანკიან პაციენტებში ეს ეფექტი უფრო ძლიერად ვლინდება.
დიდი ხანია მაწუხებს წნევა. რამდენიმე წელი ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, შევძელი მათთვის თავის დანებება. წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
ჭარხლის წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი და მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში. პერიოდულად, ჭარხლის წვენი შეგიძლიათ შეცვალოთ სტაფილოს წვენით, რომელიც უნდა სვათ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
ზაფხულობით ჭამეთ ბევრი მარწყვი და მოცხარი — კენკრა წნევას აქვეითებს. საკმაოდ ეფექტიანია ასეთი საშუალება:
- გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 20 კბილი ნიორი, 5 თავი ხახვი და 5 ცალი კანგაცლილი ლიმონი.
- ნარევს დააყარეთ 1 კგ შაქარი და დაასხით 2 ლ ცივი ანადუღარი წყალი.
- დადგით გრილ ადგილას 10 დღე.
- დროდადრო შეანჯღრიეთ.
მიიღეთ ნაყენი 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე (ნაყენი შეინახეთ მაცივარში).