კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობავარდის ფურცლები სამკურნალო აღმოჩნდა! მე თვითონ გამოვცადე საკუთარ თავზე ეს ნაყენი და...

ვარდის ფურცლები სამკურნალო აღმოჩნდა! მე თვითონ გამოვცადე საკუთარ თავზე ეს ნაყენი და თქვენც გიზიარებთ რეცეპტს!

ვარდის ფურცლები სამკურნალო აღმოჩნდა! მე თვითონ გამოვცადე საკუთარ თავზე ეს ნაყენი და თქვენც გიზიარებთ რეცეპტს!

ძალიან მიყვარს ყვავილები. მაქვს საკუთარი ბაღი და ვზრდი სხვადასხვაგვარ მცენარეს, მათ შორის, სხვადასხვა ჯიშის ვარდს. ისინი მხოლოდ თვალს კი არ ატკბობენ, ჩემს დაავადებულ გულსაც მკურნალობენ. მინდა ყველას ვამცნო ამ მშვენიერი ყვავილის სამკურნალო თვისებების შესახებ.

ხშირად გამეგო, ვარდის მურაბა ძალიან სასარგებლოა გულისთვისო. როცა გულმა შემაწუხა, ხალხური მედიცინის წიგნებში დავიწყე გულის სამკურნალო საშუალებების ძებნა. სწორედ იქ წავაწყდი ინფორმაციას ვარდის შესახებ და გაგონილიც მაშინ გამახსენდა. მედიკოსებმა იციან, რომ გულის დაავადებები უფრო ხშირად გაზაფხულსა და ზაფხულში მწვავდება, სწორედ ამ პერიოდში ყვავილობს ვარდი, რომელსაც მათი დახმარება შეუძლია.

მე თვითონ გამოვცადე საკუთარ თავზე ნაყენი, რომლის რეცეპტსაც ახლა გასწავლით:

  1. ვარდის ფურცლები ჩაყარეთ მინის ქილაში და ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი ქილის გავსებამდე (მჭიდროდ ჩატენვა საჭირო არ არის).
  2. დაასხით არაყი (რამდენსაც დაიტევს) და დადგით მანამდე, ვიდრე შაქარი არ გადნება, ხოლო ნაყენი კონიაკის ფერს არ მიიღებს.
  3. ამის შემდეგ გადაწურეთ, ვარდის ფურცლები გამოწურეთ და მიღებული სურნელოვანი წვენი სვით თითო ჩ/კ ძილის წინ.

ნაყენი ამაგრებს გულს, აწესრიგებს გულის რიტმს და ტონუსს უმატებს დასუსტებულ ორგანიზმს. ის იმდენ სასარგებლო ნივთიერებასა და ვიტამინებს შეიცავს, რომ მისი გამოყენება სხვა დაავადების დროსაც შეგიძლიათ. მაგალითად, გაციებისას ნაყენი აქვეითებს ტემპერატურასაც.

შეგიძლიათ გამხმარი ვარდის ფურცლებისგან ნაყენი მოამზადოთ და სვათ, როგორც ჩაი, ან მისგან მურაბა გააკეთოთ.

ექიმის კომენტარი: ვარდი შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინს და ნივთიერებებს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი. ხალხურ მედიცინაში ვარდის ნაყენს, ნახარშს, ექსტრაქტს საუკუნეების წინ იყენებდნენ სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი სამკურნალო საშუალების დასამზადებლად.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!