კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა100%-ით ნატურალური რეცეპტი! ამის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ აფთიაქში წასვლა!!

100%-ით ნატურალური რეცეპტი! ამის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ აფთიაქში წასვლა!!

100%-ით ნატურალური რეცეპტი! ამის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ აფთიაქში წასვლა!!

სამკურნალოდ ხის ტოტები გამოიყენეთ, ვისაც ხეხილის ბაღი გაქვთ. კარგად იცის, რომ გაზაფხულობით ხეებს მებაღეები ზედმეტ ტოტებს აჭრიან, ახალამოყრილი ყლორტებისგან ასუფთავებენ. ამ ტოტებს ახმობენ და წვავენ. მეც ასე ვიქცეოდით, ვიდრე ერთ-ერთმა ნათესავმა არ მასწავლა, რომ ხეებისა და ბუჩქების ტოტები სამკურნალო საშუალება ყოფილა.

ჩემს მეუღლეს ფეხზე წითელი ქარი ჰქონდა. ჩვენმა სტუმარმა მოაგროვა ქლიავის ტოტები, მოხარშა და ამ ნახარშით დაუმუშავა მტკივანი ადგილი. ჩვენდა გასაოცრად, სულ ორ კვირაში „საშინელი შესახედავი“ ანთების ადგილი საგრძნობლად დაცხრა.

აიღეთ:

  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებული ქლიავის ტოტები,
  • დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი,
  • ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 10-15 წუთით,
  • ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით, დააყოვნეთ ერთი საათით და გადაწურეთ.
  • ნახარში ისევ ერთ ჭიქამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით.

ნახარშში დაასველეთ 2-3 ფენად დაკეცილი დოლბანდი და დაიფინეთ ანთების კერაზე 20 წუთის განმავლობაში, დღეში 2-3-ჯერ.

ვაშლისა და მსხლის ტოტებით კი შეგიძლიათ გაციების საწინააღმდეგო წამალი მოამზადოთ:

  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ტოტებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი,
  • ადგით დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში.
  • გადმოდგით, ერთი საათის შემდეგ კი გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა თბილ-თბილი ნაყენი 2-3-ჯერ დღეში, ჭ ამამდე ნახევარი საათით ადრე.

სასარგებლოა მათთვის, ვინც ხშირად ცივდება — სამკურნალოცაა და პროფილაქტიკური საშუალებაც.

ხველისა და მაღალი ტემპერატურის დროს კი ისევ ქლიავის ტოტების ნახარშს გირჩევთ:

  •  1 ს/კ დაქუცმაცებულ ტოტებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი.
  • დადგით დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში,
  • გადმოდგით, დააყოვნეთ ერთი საათი და გადაწურეთ.

მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სამკურნალო თვისებები ჰქონია ალუბლის იმ ტოტებსაც, რომელიც თავისთავად ცვივა ძირს ალუბლის ყვავილობის შემდეგ. ასეთი ტოტები მოაგროვეთ, კარგად გარეცხეთ (ეცადეთ, ყვავილები არ დასცვივდეს) და გააშრეთ. შეინახეთ ქაღალდის პაკეტში.

სულ პატარა ნატეხსაც კი თუ ჩააგდებთ ჩვეულებრივ ჩაიში, მას განსაკუთრებულ გემოსა და არომატს მისცემს. უნდა სვათ მხოლოდ ახალდაყენებული ჩაი დღის განმავლობაში. ეს სასმელი მათთვისაა სასარგებლო, ვისაც სისხლის შედედება აქვს დაქვეითებული, მიდრეკილია ცხვირიდან სისხლდენისკენ ან აქვს გაძლიერებული სისხლდენა საშვილოსნოდან.

 ექიმის კომენტარი:

მცენარეთა ტოტები, განსაკუთრებით ახალამოყრილი ყლორტები, ისევე მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, როგორც მისი სხვა ნაწილები — ფოთლები, ფესვები, კვირტები, ყვავილები. თუმცა ხალხურ მედიცინაში უპირატესად მცენარეთა ფესვებს, ფოთლებს და ნაყოფს იყენებენ. ტოტების გამოყენება იშვიათია და სიახლე იქნება ჩვენი მკითხველისთვისაც.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!