ცუდი განწყობა, დეპრესია და დაღლილობა 2 დღეში დაგავიწყდებათ! "მე ამ მარტივი საშუალებებით დავიბრუნე ცხოვრების ხალისი, გირჩევთ თქვენც სცადოთ"
გაზაფხულობით ბევრს ემართება დეპრესია, მათ შორის მეც. გადავწყვიტე, შევბრძოლებოდი მას. ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ ორგანიზმის ძალების დაქვეითებას და მოდუნებას ხელს უწყობს D და A ვიტამინების ნაკლებობა. ამიტომ გაზაფხულობით უნდა ჩავრთოთ რაციონში ცხიმიანი თევზი, კვერცხი, კარაქი, ხიზილალა, რძის პროდუქტი. ყოველდღიურად ვისეირნოთ, საღამოობით კი მივიღოთ სამკურნალო ნაყენი:
2 ს/კ როზმარინის ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წთ, შემდეგ შევაგრილოთ, გადავწუროთ და ვსვათ თითო ს/კ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.
შეგვიძლია დავამზადოთ როზმარინის სპირტიანი ნაყენიც:
2-3 ს/კ ფოთლებს დავასხათ 100 მლ სპირტი, დავდგათ ერთი კვირით, გადავწუროთ და ვსვათ 25-25 წვეთი ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. როზმარინი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალება ყოფილა: მატებს ძალას, ამშვიდებს ნერვებს.
და ასევე, მინდა გასწავლოთ ერთი ძალიან კარგი რეცეპტი:
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 100-100 გ გარგრის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი, ქიშმიში, ნიგოზი, ლიმონი კანიანად, დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, აურიეთ და შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ თითო ს/კ დილაობით უზმოზე. ცუდი განწყობა, დეპრესია და დაღლილობა 2 დღეში დაგავიწყდებათ. მე ამ მარტივი საშუალებებით დავიბრუნე ცხოვრების ხალისი, გირჩევთ თქვენც სცადოთ.
ექიმის კომენტარი:
ძველი ბერძნები მას წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ. დღეს ევროპაში როზმარინი ფართოდ მოიხმარება სამკურნალოდ და კულინარიაში. როზმარინი მარადმწვანე, ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა, მისი სიმაღლე 20-80 სმ-ია. ტოტების წვრილი, წიწვისებური ხაზოვანი ფოთლების სიღრმეში მოცისფრო-მოიისფრო ყვავილები ჯგუფ-ჯგუფადაა განლაგებული. ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე. როზმარინის ფოთლები შეიცავს 2%-მდე ეთერზეთებს (ცინეოლს, ქაფურს, ბორნეოლს, ლიმონენს, პინენს) და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნაღვლის გამოყოფაზე, ხსნის კოლიკებს; მის ნაყენს იყენებენ თრომბოფლებიტების, ნევრიტების, რევმატიზმის დროს, აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისას. როზმარინი ამაღლებს იმუნიტეტს, სასარგებლოა ფიზიოლოგიური გამოფიტვის, ჰიპოტონიის (დაბალი წნევის), სტრესის, ნერვული აშლილობის დროს. იგი აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და აღადგენს მეხსიერებას, აუმჯობესებს მხედველობას. როზმარინს კლიმაქსური ნევროზების დროსაც იყენებენ.