სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაამ რეცეპტმა გადაარჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე! ამის შესახებ დროა ყველამ იცოდეს!

ამ რეცეპტმა გადაარჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე! ამის შესახებ დროა ყველამ იცოდეს!

ამ რეცეპტმა გადაარჩინა უამრავი ადამიანის სიცოცხლე! ამის შესახებ დროა ყველამ იცოდეს!

გაზაფხულობით აყვავებული ხეხილი ადამიანის თვალს იტაცებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ერთ-ერთი ხეხილის - ვაშლის ყვავილები სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მხოლოდ აყვავებული ვაშლის ხის ქვეშ დადგომა და ყვავილების სურნელის შესუნთქვაც კი საკმარისია, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, მაგრამ ყვავილების ნაყენი მხოლოდ განწყობას კი არ გაგიუმჯობესებთ, სამკურნალოდაც გამოგადგებათ.

გაზაფხულობით სოფელში ჩავდივარ ხოლმე. ერთხელ ძალიან ცუდად ვიყავი — გავცივდი, ყელი მტკიოდა, ხმაც დავკარგე. მეზობელმა მირჩია, ვაშლის ყვავილების ნაყენი დამელია. ნაყენს ვსვამდი და ყელშიც ვივლებდი. ძალიან მალე გამოვკეთდი და ხმაც დამიბრუნდა.

მაგრამ კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე შევამჩნიე საკუთარ თავს - ადრინდელივით აღარ მაწუხებდა კუჭი და ნაწლავები. როგორც მერე გავარკვიე, ვაშლის ყვავილების ნაყენი გასტრიტის (კუჭის ლორწოვანის ანთების) და დუოდენიტის (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების) სამკურნალო საშუალებაც ყოფილა.

მომზადების წესი:

  • 1 სავსე ჩ/კ გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი.
  • დააყოვნეთ 20 წუთი.
  • დაამატეთ შაქარი ან თაფლი გემოვნებით

სვით თბილ-თბილი ყოველ 2 საათში ერთხელ.

თუ ყვავილების მოგროვებას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ ვაშლის ნორჩი ფოთლებიბისგან მოაგროვოთ, ისინიც სასარგებლოა. ნაყენი მათგან ისევე მზადდება, როგორც ყვავილებისგან.

 ექიმის კომენტარი:

ვაშლი განსაკუთრებულად მდიდარია შაქრებით, უჯრედისით, პექტინებით, ორგანული მჟავებით, ეთერზეთებით. აგრეთვე შეიცავს ასორბინის მჟავას, B, P ვიტამინებს, კაროტინს, მინერალურ მარილებს (კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, მანგანუმს, რკინას), ფიტონციდებს.

ტანინის საკმაო შემცველობის გამო ვაშლის პრეპარატები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტების დროს. გარდა ამისა, პექტინური ნივთიერებები უკავშირდება ქოლესტერინს და ორგანიზმიდან გამოაქვს. სწორედ ამის გამო ნიშნავენ ხოლმე ვაშლის დიეტას ათეროსკლეროზის დროს.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ვაშლის ნაყოფი ფართოდ გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ქრონიკული დაავადებების დროს. ვაშლის ყვავილის ნაყენი კარგ შედეგს იძლევა კუჭ-ნაწლავის კატარული პათოლოგიების დროსაც. მოამზადეთ ეს ნაყენი და არასდროს ინანებთ.

თუ მოგეწონათ სტატია გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში! ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!