როგორ მოვიშოროთ საჭმლის მომნელებელი პრობლემები?! ბუნებრივი საშუალებების ფასდაუდებელი რეცეპტები!
დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგაცნოთ ის ფასდაუდებელი ხალხური რეცეპტები, რომლებიც ჯანმრთელობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. საუბარი კი გვაქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებთან, რომლებიც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ დიდ გამოწვევასთან ასოცირდება.
რაღა თქმა უნდა ყველაფერი გარემო ფაქტორების და ჩვენივე ცხოვრების წესის მიხედვით იცვლება, ამიტომ მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას!
სწორედ ამ მიზნით გვსურს გაგაცნოთ 3 ფასდაუდებელი რეცეპტი:
ეს საშუალებები ხელს უწყობს კუჭის ნებისმიერ პრობლემას - ხსნის შებერილობას, აჩერებს გულძმარვას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
- მის მოსამზადებლად კი საჭიროა: 2-3 ს.კ. კალენდულას გამხმარ ყვავილის კოვზს დაასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნოთ თერმოსში 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ დოლბანდის მეშვეობით და დალიეთ 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
- ასევე შესანიშნავი საშუალებაა: 2-3 ჩაის კოვზ გვირილის გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-20 წუთის განმავლობაში. ყოველდღიურად იგი ჩაის ნაცვლად უნდა დალიეთ.
- და ბოლოს 100 გრ მშრალ, დაჭრილ კამას ბალახს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათი და დალიეთ 1 ს.კ. 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ.
სასარგებლოა ლეღვის ჩირიც, რადგან ის კალციუმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მცენარეული წყაროა, რომელიც შესანიშნავი ალტერნატივაა რძის პროდუქტების ალერგიის მქონე ადამიანების სამკურნალოდ.
ეს ხილი მდიდარია ბოჭკოებით და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ლეღვი კალიუმის შესანიშნავი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის და სხვა მნიშვნელოვანი სხეულის ფუნქციების რეგულირებას. ლეღვში ნაპოვნი ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას და გულის ჯანმრთელობას.
ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ ორი საშუალო ზომის ლეღვის ჩირის ჭამა იწვევს ორგანიზმში ანტიოქსიდანტური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდას.
კვლევის თანახმად, ლეღვი სასარგებლოა თირკმლის ქვების სამკურნალოდ.
მოხარშეთ ექვსი ლეღვი ჭიქა წყალში. მიირთვით ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში თირკმლის ქვების მოსაშორებლად.
ლეღვში შემავალი ტრიპტოფანი ხელს უწყობს კარგ ძილს და შეიძლება დაეხმაროს ძილის დარღვევის მკურნალობას, როგორიცაა უძილობა.
ლეღვი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც აუმჯობესებს კანის ტონს. ისინი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც გაძლევენ ჯანსაღ და ბზინვარ კანს.
თუ აღნიშნული საშუალებებიდან რომელიმეს მაინც გამოიყენებთ რეგულარული სახით, დაგვერწმუნეთ მათი ეფექტიც ნამდვილად არ დააყოვნებს!