კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს! ეს მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის გაუმართაობაზე!

ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს! ეს მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის გაუმართაობაზე!

ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს! ეს მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის გაუმართაობაზე!

ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს. იგი დიდ გავლენას ახდენენ მეტაბოლიზმზე, სხვა პროცესებთან ერთად.

გაგაცნოთ 10 ნიშანს იმისათვის, რომ მიხვდეთ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი გამართულად არ მუშაობს:

  • მშრალი და დაბზარული კანი

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები იწვევს კანის გაქვავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხდება ძალიან სქელი, მყარი და დაბზარული.

  • თმის ცვენა და გათხელება

თმის ზრდა დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე. წარმოებული ჰორმონების რაოდენობის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ზრდის ცვლილება. ჰორმონის გადაჭარბებულმა გამომუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის შეთხელება, ხოლო მისმა შემცირებულმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.

  • ცვლილებები ნაწლავის მუშაობაში

ფარისებრი ჯირკვალი თამაშობს როლს ნაწლავის ფუნქციის რეგულირებაში. დაქვეითებულმა ფარისებრ ჯირკვალმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, ხოლო გადაჭარბებულმა ფარისებრი ჯირკვალმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების ჭარბი მოქმედება.

  • დეპრესია და შფოთვა

თუ გრძნობთ დეპრესიას ან შფოთვას, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გქონდეთ. ჰორმონების გადაჭარბებული წარმოება გავლენას ახდენს ტვინის ზედმეტ სტიმულაციაზე, რაც იწვევს შფოთვის გრძნობას. ჰორმონის გამომუშავების შემცირებას საპირისპირო ეფექტი აქვს, ანუ დეპრესია მწვავდება.

  • სიცივის შეგრძნება/ჭარბი ოფლიანობა

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმისთვის თერმოსტატივითაა, რომელიც არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. თუ ჰორმონების გამომუშავება გადაჭარბებულია, მაშინ მეტაბოლიზმი ძლიერდება, რაც იწვევს სხეულის ტემპერატურის მატებას და ოფლიანობას. თუ ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავება მცირდება, სხეულის ტემპერატურაც იკლებს და ჩნდება სიცივის შეგრძნება.

  • წონის უჩვეულო დაკლება ან მომატება

ფარისებრი ჯირკვალში არსებული ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან მეტაბოლიზმის რეგულირებაზე. შემცირებული ჰორმონის გამომუშავება ანელებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმს კალორიების დაწვის უნარს, რაც იწვევს წონის მატებას. ჰორმონების გადაჭარბებული სეკრეცია იწვევს წონის უეცარ კლებას.

  • არარეგულარული პერიოდები

თუ მენსტრუაციის პრობლემები გაქვთ, მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვალი. ჰორმონების ნაკლებობა ზრდის მენსტრუაციას, ახანგრძლივებს ან იწვევს მის ნაადრევ წამოსვლას, ხოლო ჰორმონების ჭარბი რაოდენობა ამცირებს მენსტრუაციის ინტენსივობას და ახშირებს მას.

  • პრობლემები კონცენტრაციასთან

თუ ფარისებრი ჯირკვალი კარგად არ მუშაობს, მაშინ ტვინიც არ მუშაობს გამართულად. ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის შემცირება იწვევს მეხსიერების დაკარგვას, ხოლო გაზრდილი აქტივობა ამცირებს კონცენტრაციას.

  • უსიამოვნო შეგრძნება კისერში ან კისრის შესამჩნევი გადიდება

გადაჭარბებული მუშაობა და ფარისებრი ჯირკვლის შემცირებული მუშაობა იწვევს კისრის შეშუპებას ჯირკვლის მოცულობის გაზრდის გამო.

  • ცვლილებები გულისცემაში

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სეკრეციის დაქვეითება ამცირებს გულისცემას, ხოლო ჰორმონის სეკრეციის გაზრდა იწვევს გულისცემის მატებას.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!