შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეკბილების გათეთრების ბუნებრივი პროდუქტები! დაუბრუნე შენს ღიმილს ბზინვარება!

კბილების გათეთრების ბუნებრივი პროდუქტები! დაუბრუნე შენს ღიმილს ბზინვარება!

კბილების გათეთრების ბუნებრივი პროდუქტები! დაუბრუნე შენს ღიმილს ბზინვარება!

მარგალიტისფერი ღიმილი რომ გქონდეთ, არ არის აუცილებელი ფულის დახარჯვა კბილების გათეთრების ძვირადღირებულ პროცედურებზე. ნადები ადვილად მოიხსნება ბუნებრივი საშუალებების დახმარებით, რომლებსაც აუცილებლად იპოვით სახლში.

ალბათ დამეთანხმებით, რომ თეთრი კბილებით ღიმილი ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ახდენს სხვებზე. გარდა იმისა, რომ ამ რეცეპტების გამოყენების შემდეგ კბილებს რამდენიმე ტონით გათეთრებთ, ამ რჩევების გამოყენებით, თქვენ იზრუნებთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.

მოდით გავეცნოთ კბილების გათეთრების ბუნებრივ საშუალებებს

  • რძის ფხვნილი

რძის ფხვნილი შესანიშნავად ათეთრებს კბილებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე კბილის პასტასთან ერთად. კალციუმი, რომელიც რძეშია, ამაგრებს ღრძილებს და კბილებს.

  • მარწყვი

მარწყვის წვენი ათეთრებს კბილებს და აღადგენს სუნთქვას. მოუთმენლად ველი ამ უგემრიელესი კენკრის სეზონს!

  • მცენარეული ზეთი

ზეითუნის, ქოქოსის ან სეზამის ზეთი ასევე ეფექტურად ასუფთავებს კბილებს და პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ცოტაოდენი ზეთი დაიდეთ პირში და შეიზილეთ კბილები ენით.

  • საკვები სოდა და ლიმონის წვენი

საკვები სოდასა და ლიმონის წვენის ნარევი აპრიალებს თქვენი კბილების ზედაპირს, რაც შესამჩნევად სუფთა გახდება მხოლოდ ერთი გამოყენების შემდეგ.

  • ძირტკბილა

ძირტკბილას აქვს საღეჭი რეზინის კონსისტენცია. ძირტკბილას ღეჭვა არა მხოლოდ ასუფთავებს კბილებს, არამედ ხელს უშლის პაროდონტის დაავადებებს.

  • ჭინჭრის, სალბისა და პიტნის კომბინაცია

ამ მწვანილის ნაყენი ათეთრებს კბილებს აფთიაქის ინფუზიებზე უკეთ. ჩამოიბანეთ პირი სამკურნალო მცენარეებით და კბილებთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგექმნებათ!

თუ დამიჯერებთ, ზეოთ მოცემული საშუალებები დაგეხმარებათ ზედმეტი ფულის დახარჯვის გარეშე გაითეთროთ და გაიწმინდოთ კბილები.

უსიამოვნო ყვითელი კბილების არსებობას წარსულს ჩააბარეთ, თუ კბილების გასაწმენდად ამ მარტივ მეთოდებს გამოყენებთ.

აუცილებლად უთხარით თქვენს მეგობრებს, როგორ მიაღწიონ ბრწყინვალე ღიმილს სახლში.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები