ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგამოიყენეთ ვიტამინი E გაზაფხულის ავიტამინოზის სამკურნალოდ! დროა იზრუნო საკუთარ თავზე!

გამოიყენეთ ვიტამინი E გაზაფხულის ავიტამინოზის სამკურნალოდ! დროა იზრუნო საკუთარ თავზე!

გამოიყენეთ ვიტამინი E გაზაფხულის ავიტამინოზის სამკურნალოდ! დროა იზრუნო საკუთარ თავზე!

ვიტამინი E არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც იცავს ჩვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან. ცნობილია, რომ ისინი იწვევენ უჯრედებისა და სხვა ორგანოების დაავადებებს. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ვიტამინი E-ს მიღება ხელს უწყობს ათობით ქრონიკული დაავადების თავიდან აცილებას.

ასევე, ეს ვიტამინი ანელებს კანის დაბერების პროცესს. გარდა ამისა, არბილებს ნაოჭებს, იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან, ამცირებს ნაწიბურებს და სტრიებს გარე გამოყენებისას და აქვს მრავალი სხვა სასარგებლო ეფექტი ჩვენს სხეულზე.

E ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები

  • კუნთების სისუსტე, დაბუჟება და ჩხვლეტა კიდურებში, მოძრაობების ცუდი კოორდინაცია;
  • დაღლილობა, ნერვიულობა და გაღიზიანება;
  • ხელებზე ასაკობრივი ლაქების გამოჩენა;
  • კანი ხდება ნაკლებად ელასტიური და მშრალი;
  • იწყება ნაღვლის ბუშტის, ღვიძლისა და პანკრეასის პრობლემები.

E ვიტამინის დღიური დოზა

  • 0-4 თვის ბავშვები : 4 მგ;
  • 7- დან 12 თვემდე ასაკის ბავშვები : 5 მგ;
  • 1- დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები : 6 მგ;
  • 4- დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები : 7 მგ;
  • 9- დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები : 11 მგ;
  • 14 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები: 15 მგ;
  • ორსული ქალები: 15 მგ;
  • მეძუძური ქალები: 19 მგ;

E ვიტამინის შემცვლობა სხვადასხვა პროდუქტებში ასეთია:

  • 1 ს.კ. ხორბლის ჩანასახის ზეთი - 20,3 მგ;
  • 1/4 ჭ. მზესუმზირის თესლი - 18,1 მგ;
  • 1/4 ჭ. ნუში - 8,97 მგ;
  • 2 ს.კ. არაქისის კარაქი - 4,2 მგ;
  • 100 გ ისპანახი - 1,72 მგ;
  • 1 საშუალო კივი - 0,85 მგ;
  • 100 გრ ბროკოლი - 0,75 მგ;

როგორ უნდა შეავსოთ თქვენი დღის რაციონი E ვიტამინით?

  • მიირთვით მეტი ჯანსაღი ცხიმი. სეზამის, სელის და ზეითუნის ზეთი, ისევე როგორც თითქმის ყველა კაკალი მდიდარია E ვიტამინით.
  • შეინახეთ საკვები სწორად. ვიტამინი E ძალიან მგრძნობიარეა ჟანგბადისა და სინათლის მიმართ. უმჯობესია შეინახოთ E ვიტამინის შემცველი საკვები მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში.
  • მიირთვით დაუმუშავებელი საკვები. დამუშავებული საკვები შეიცავს 50- დან
    90 პროცენტამდე ნაკლებ ვიტამინ E-ს, ვიდრე მოხარშული საკვები.
  • მიირთვით საკმარისი საკვები C ვიტამინით და თუთიით. ისინი ხელს უწყობენ E ვიტამინის უკეთ შეწოვას.
  • ვიტამინი E, ისევე როგორც სხვა ვიტამინები, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიიღოთ გაზაფხულზე, რადგან ამ დროს ადამიანებს ხშირად ემართებათ ავიტამინოზი.

გაუზიარე ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!