შაბათი, მაისი 18, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაკუჭის წყლულის სამკურნალო რეცეპტი ხალხური მედიცინის წიგნიდან!

კუჭის წყლულის სამკურნალო რეცეპტი ხალხური მედიცინის წიგნიდან!

კუჭის წყლულის სამკურნალო რეცეპტი ხალხური მედიცინის წიგნიდან!

მაქვს კუჭის წყლული, ამიტომ გამუდმებით ვეძებ მცენარეულ რეცეპტებს, რომელიც ამ დაავადების დროს არის ეფექტიანი. ამჟამად ხელთ მაქვს სამი რეცეპტი. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ისინი „კარაბადინში“ ექიმის განმარტებით, ნამდვილადაა თუ არა ეფექტიანი აღნიშნული საშუალებები:

1.

  • ტუხტის (ალთეს) ფესვები დაანამცეცეთ და 2 ს/კ-ზე დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  • ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  • გააცივეთ.

გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს.

2. მიირთვით ნატურალური თაფლი საუზმემდე 1,5 საათით ადრე 30 გრამი, სადილამ- დე 2 სთ-ით ადრე — 40 გრამი, ვახშმიდან 3 საათის შემდეგ კი — 30 გრამი. მკურნალობის კურსია 15-20 დღე.

3. ნიახურის ნაყენი

  • 2 ს/კ დანამცეცებულ ძირებიან ნიახურს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  • გააჩერეთ 2 სთ,

გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

ექიმის კომენტარი:

შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ თითოეული რეცეპტი და განვმარტოთ მათი ეფექტიანობის მექანიზმი კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

1. ტუხტის ფესვები შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოვან ნივთიერებებს. ბუნებრივი ლორწოს შემცველობით ტუხტი უთანაბრდება სელის თესლს. მცენარეული ლორწო კუჭის ლორწოვან გარსს ფარავს თხელი ფენით, რომელიც მასზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩერდება და იცავს შემდგომი გაღიზიანებისგან.

ამის შედეგად კი იოლდება დაზიანებული ქსოვილების თავისთავადი რეგენერაცია, მცირდება ანთებითი პროცესები. ამრიგად, ტუხტიდან გამოსულ ლორწოს აქვს კუჭის ლორწოვან გარსზე დამცველობითი, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც წყლულის დადებით დინამიკას უწყობს ხელს.

2. თაფლის უნიკალურ თვისებებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ თაფლის მიღებისას ემატება მჟავიანობა და ეწყება გულძმარვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ იცავენ თაფლის მიღების წესებს. კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადების დროს აღნიშნული პროდუქტი უნდა მივიღოთ მშიერ კუჭზე — ჭამამდე 1,5-2 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 3 სთ-ის შემდეგ.

თაფლს გააჩნია კომპლექსური დადებითი ეფექტი სხვადასხვა პათოლოგიის დროს. კერძოდ, იგი ახდენს ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიულ, ქსოვილთა რეგენერაციის დამაჩქარებელ, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ და სხვა მრა- ვალ ზემოქმედებას. მისი გამოყენება რეცეპტში აღნიშნული წესის მიხედვით უთუოდ დადებით შედეგს მოგვცემს წყლულის დროს.

3. ნიახური მდიდარია ვიტამინებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფიტოთერაპიაში იგი ძირითადად შარდმდენ საშუალებად გამოიყენება: მასში შემავალი ეთეროვანი ზეთი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხოლო ფესვებში შემავალი ლორწო ლორწოვან გარსზე დამცავ ზემოქმედებას ახდენს, რაც ამცირებს ანთებით პროცესს და ტკივილს კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნიახურის ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ დაბალი, ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადების დროს.

Facebook კომენტარები
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !