ლიმონიანი წყალი: შეცდომა, რომელსაც ყოველდღე მილიონობით ადამიანი უშვებს!
Ჩვენ ყველამ ვიცით ლიმონის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების შესახებ. ბევრ ადამიანს აქვს დილის ჩვევა, დალიოს ჭიქა წყალი ლიმონით.
- ის წარმოუდგენლად ჯანსაღია, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და უზრუნველყოფს ენერგიას მთელი დღის განმავლობაში.
- ლიმონი მდიდარია მაგნიუმით, სპილენძით და კალიუმით. გარდა ამისა, ის C ვიტამინის საოცარი წყაროა.
- ერთი ჭიქა ახალი ლიმონის წვენი შეიცავს 187% ვიტამინ C-ს, რაც არის რეკომენდებული დღიური დოზა.
ასეთი სასმელი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით იმუნური სისტემისთვის.
გარდა С ვიტამინის სარგებელისა, ლიმონიანი წყლის მიღებით უმჯობესდება საჭმლის მონელება. თბილი წყალი ამზადებს კუჭს საკვების მისაღებად და ასტიმულირებს ნაწლავს. ლიმონის მჟავა ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას, რომელიც საკვების მონელების საწინდარია.
ზოგიერთ შემთხვევაში უზმოზე ლიმონიანი წყლის მიღება არამიზანშეწონილია:
საყლაპავის ან ზოგადად, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს, უმჯობესია სუფთა წყლის მიღება.
თუ ასეთი პრობლემები არ არის, ზედმეტი რაოდენობით ლიმონიანი წყლის მიღებით იზრდება თავის ტკივილის, გაუწყლოების, რკინის სიჭარბისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი. მთავარი პრინციპია ყველაფერში, მათ შორის ლიმონიანი წყლის მიღებაშიც ზომიერების დაცვა.
თუ გგონიათ, რომ ლიმონიანი წყლის სწორად მომზადება ადვილი და მარტივია, ეს ასე არ არის!
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ამას საკმაოდ სწორად აკეთებს:
წურავენ ლიმონს და ამატებენ ოდნავ თბილ ან ცივ წყალში. მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი.
შეცდომა ის არის, რომ თითქმის ყველა ყრის ლიმონის ცედრას და არ იციან, რომ ცედრა ლიმონის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და მკვებავი ნაწილია!
დღეს გაგაცნობთ ლიმონიანი წყლის მომზადების სწორ გზას:
ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ორგანული ლიმონი ასე:
- უნდა დაჭრათ თხელ ნაჭრებად და მხოლოდ რამდენიმე მათგანი გაწუროთ წყალში.
- შემდეგ თქვენ უნდა ჩაახეხოთ წყალში გაწურული ნაჭრების ცედრა.
- დარჩენილი ნაჭრები ბლენდერში უნდა მოათავსოთ.
- შეავსეთ ბლენდერი ადუღებული თბილი ან ცივი წყლით.
ახლა კი თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი საყვარელი სასმელით!
ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ლიმონი მჟვინობის გამო საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ლიმონიანი წყალი ხელს უშლის წყლის შეკავებას და გააუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ამგვარად, ჩვენ მოგიწოდებთ მოამზადოთ ლიმონიანი წყალი სწორად და დაინახოთ რა სარგებელი მოაქვს მას!
გისურვებთ ჯანმრთელობას!