შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეეს ძლიერი ბუნებრივი კრემი დაგეხმარებათ სახიდან ღრმა ნაოჭების მოცილებაში სულ რაღაც 7...

ეს ძლიერი ბუნებრივი კრემი დაგეხმარებათ სახიდან ღრმა ნაოჭების მოცილებაში სულ რაღაც 7 დღეში!

ეს ძლიერი ბუნებრივი კრემი დაგეხმარებათ სახიდან ღრმა ნაოჭების მოცილებაში სულ რაღაც 7 დღეში!

დღეს ჩვენ გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა გაახალგაზრდავოთ კანი სულ რაღაც 7 დღეში.

იცოდით რომ კანიც ორგანოა? იმისდა მიუხედავად, რომ ის ჩვენი სხეულის გარეთაა, კანი ასევე განიხილება ორგანოდ და, ფაქტობრივად ადამიანის სხეულში, ყველაზე დიდ ორგანოთაგანია. ვინაიდან კანი არ არის სხეულის შიდა ნაწილში, ის უფრო მიდრეკილია სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებისკენ: კლიმატი, მზის ზემოქმედება, ბაქტერიები და ტოქსინები გარემოდან და სხვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კანის კარგად მოვლა. სწორედ ამიტომაც დღეს ჩვენ გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა გაახალგაზრდავოთ კანი სულ რაღაც 7 დღეში.

აი როგორ გავაახალგაზრდავოთ კანი:

დღესდღეობით ასობით კოსმეტიკური კანის მოვლის საშუალება არსებობს. მაგრამ მათ შორის არსებობს ერთი ნაკლი – მათი დახმარებით დაბერების პროცესს ვერ შეებრძოლებით.

რაც არ უნდა ვაკეთოთ, დაბერების პროცესი მაინც თავისმხრივ გავლენას ახდენს კანზე: ნაოჭები, წვრილი ხაზები, მიმიკების გამოხატვის ხაზები… ეს ყველაფერი დროსთან ერთად შეიძლება კოშმარად იქცეს ნებისმიერი ქალისთვის.

ისიც არაა გასაკვირი, რომ დღეს ბევრი ფარმაცევტული კომპანია აწარმოებს პროდუქტებს, რომლებმაც უნდა შეაფერხონ დაბერება. თუმცა, ყველა პროდუქტი დამზადებულია ქიმიკატებისგან და გარკვეული პერიოდის შემდეგ კანზე და ჯანმრთელობაზე მაინც სერიოზული გვერდითი ეფექტების თავიდან აცილება შეუძლებელია.

თუმცა საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ ხელნაკეთი კრემი 100 პროცენტით ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით:

ამ სტატიაში გასწავლით როგორ დაამზადოთ თავადვე სილამაზის ერთ-ერთი ბუნებრივი პროდუქტი, თქვენს კანზე “დროის ზემოქმედების” შესაფერხებლად. ეს მარტივი, იაფი და ბუნებრივი საშუალება ბევრად უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი ქიმიური კოსმეტიკა გვერდითი ეფექტებით.

ამ ძლიერი ხელნაკეთი ნაოჭების საწინააღმდეგო კრემით შეძლებთ კანის გამკვრივებას, გაწმენდას, ნაკლოვანებებისა და ლაქების აღმოფხვრას და რა თქმა უნდა გაახალგაზრდავებას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება:

ინგრედიენტები:

– 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
– კვერცხის გული
– 1 სუფრის კოვზი თაფლი
– 1 სუფრის კოვზი ვაზელინი

მომზადების მეთოდი:

ამ ზღაპრული ხელნაკეთი ნაოჭების კრემის გასაკეთებლად, თქვენ უნდა გაადნოთ ვაზელინი, შემდეგ მოათავსოთ იგი დიდ თასში და დაუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები. ახლა ყველაფერი კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება.

გამოყენება:

კრემის წასმამდე კარგად დაიბანეთ სახე და მოიშორეთ დარჩენილი მაკიაჟი. ახლა გამოიყენეთ თითები, რომ კრემი სახეზე ნაზი წრიული მოძრაობებით წაისვათ. გააჩერეთ სამი წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიშორეთ ბამბით და ბოლოს ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით.

წაისვით ეს კრემი სახეზე ყოველდღე და ერთ კვირაში კანი უფრო მკვრივი და ლამაზი გახდება. სახის ნაკლოვანებებიც მეტნაკლებად გაქრება და თქვენი კანი გამოიყურება უფრო ჯანსაღად და ახალგაზრდულად.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები