ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაინდიელები ამ რეცეპტს წლების განმავლობაში იყენებდნენ და მას "უკვდავების ელიქსირი" უწოდეს!

ინდიელები ამ რეცეპტს წლების განმავლობაში იყენებდნენ და მას “უკვდავების ელიქსირი” უწოდეს!

ინდიელები ამ რეცეპტს წლების განმავლობაში იყენებდნენ და მას "უკვდავების ელიქსირი" უწოდეს!

სიბერესა  სრული ჯამრთელობით უნდა შევხვდეთ!

ტრადიციული მედიცინის მკურნალები, ექიმები და ალქიმიკოსები დიდი ხანია ცდილობდნენ ეპოვათ უკვდავების ელექსირი.

ზოგიერთ საკითხში მათ  მიაღწიეს წარმატებას - რეცეპტები, რომლებიც კურნავს და აძლიერებს სხეულს, დღემდე შემორჩა.

შეიძლება  200 წელი ვერ ვიცხოვროთ, მაგრამ სიბერეს ჯანმრთელად შევხვდეთ!

ისტორიკოსებმა ძველი რეცეპტების შესწავლით გაარკვიეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი რძისა და ნივრის ნარევი იყო. რაც გასაკვირი არ არის, რადგან ავიცენაც კი ნიორს მრავალი დაავადების სამკურნალოდ მიიჩნევდა და ეს თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა.

ნიორი რძით - ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • რძე
  • ნიორი

მომზადების მეთოდი:

  1. ქვაბში ჩაასხით ჭიქა რძე და დადგით ცეცხლზე. ამ დროს დაჭერით 2 კბილი ნიორი.
  2. როგორც კი რძე ადუღდება, დაუმატეთ ნიორი, გადმოდგით ცეცხლიდან და დაახურეთ თავსახური.
  3. 10 წუთში ჩვენი ახალგაზრდობის ელექსირი მზად არის
  4. მიირთვით ნივრის რძის ელექსირი კვირაში ერთხელ, თითო ჭიქა.

ნივრის თვისებები, რომლებიც ყველას გამოადგება

ნივრის სასარგებლო თვისებებზე ყველას გვსმენია. მისი სამკურნალოდ გამოყენების გარკვეული ხერხებიც ვიცით. თუმცა ვინაიდან ამ მცენარის შესაძლებლობები ძალიან ფართოა, კარგი იქნება ზუსტად ვიცოდეთ, რისთვის და როდის არის საჭირო.

ყველაზე ხშირად ნიორი გამოიყენება ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. ამის მიზეზი მასში შემავალი ალიცინია. ის ბლოკავს იმ მექანიზმებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.

ნიორი შეიცავს ცილებს, რომლებიც ორგანიზმს ზოგად გამძლეობას მატებენ მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. ამიტომაც ითვლება ეს მცენარე იმუნიტეტის გამაძლიერებლად.

ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა და მიკრობების გავრცელებას უშლის ხელს.

ამცირებს სისხლშ ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონეს. ეს კვლავ ზემოაღნიშნული ალიცინის დამსახურებაა.

ნიორს ხშირად იყენებენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და მისი პროფილაქტიკისთვის. ეს დაკავშირებულია მის უნართან, შეამციროს ქოლესტერინის დონე, გარდა ამისა, ნიორი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დროს – ის აფართოებს სისხლძარღვებს, რაც წნევის რეგულირებაში ეხმარება. ნიორი გამოიყენება, როგორც ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკის საშუალება. ნიორში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება აჯოენი თრომბის წარმოქმნის ალბათობას შესამჩნევად ამცირებს. ბოლო კვლევების უმრავლესობამ აჩვენა, რომ ნიორს შეუძლია შეაჩეროს ან შეაფერხოს სისხლძარღვებში თრომბის გაჩენა, ინფარქტისა და ინსულტების მიზეზი კი სწორედ თრომბია.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!