შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობარატომ უნდა მიირთვათ ჩიას თესლი ყოველდღე და როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად!

რატომ უნდა მიირთვათ ჩიას თესლი ყოველდღე და როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად!

რატომ უნდა მიირთვათ ჩიას თესლი ყოველდღე და როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად!

ეს პროდუქტი აუცილებლად დაამატეთ თქვენს რაციონს!

ჩიას თესლი ესაა ერთგვარი ინგრედიენტი, რომელიც გვხვდება თითქმის ყველგან. იგი ასევე საკმაოდ ფართოდ გამოიყენება წონის კლების პროცესშიც.

განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩიას თესლი ესაა დადასტურებული სასარგებლო ინგრედიენტი წონის კლების პროცესში, ეს კი გამომდინარეობს მისი საკვები ნივთიერებების სპექტრის შემცველობისდა გამო, როგორიცაა კალციუმი, ანტიოქსიდანტები და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები.

სწორედ დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ შეიტყოთ მეტი ინფორმაცია ჩიას თესლის შესახებ, თუ რაღა თქმა უნდა, უკვე არ ხართ ინფორმირებული.

მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანია ბედნიერი. მიმოიხედე გარშემო და შენც დაინახავ, რომ ბუნებამ მოგანიჭა მრავალი სარგებელი, თუნდაც ამ თესლის ჯანსაღი ინგრედიენტებისა და ელემენტების სახით.

ჩია შეიცავს 20% პროტეინს, 34% კარგ ცხიმებს და 25% დიეტურ ბოჭკოებს და არ დაგავიწყდეთ ანტიოქსიდანტების საკმაოდ მაღალი რაოდენობა. ის ასევე მდიდარია ლინოლის მჟავით, ასევე ომეგა -3-ით და მრავალი ჯანსაღი უჯერი ცხიმოვანი მჟავით.

ჩიას თესლის სარგებელი:

  • ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები, როგორც წამალი

ჩიას თესლი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით თითქმის წითელი თევზის მსგავსად. სწორედ ეს მჟავები ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. თესლებში შემავალი მჟავები დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაში, გულის ჯანმრთელობისა და ფუნქციის გაუმჯობესებაში, დეპრესიასთან ბრძოლაში და დაბალი განწყობის გაუმჯობესებაში.

  • წონის კლების დამხმარე

როდესაც ეს თესლი წყალშია მოთავსებული, ის მაქსიმალურად შთანთქავს მას. პროცესი იგივეა მოხმარებისასაც: ჩია ორგანიზმში მოხვედრისას ცდილობს მაქსიმალურად აითვისოს კუჭში დაგროვილი წყალი, რაც უზრუნველყოფს გაჯერების/დანაყრების შეგრძნებას.

  • ენერგია

თუ სპორტსმენი ხართ და გსურთ ივარჯიშოთ ეფექტურად, უნდა მიიღოთ ჩიას თესლი, რადგან ეს დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი ენერგიის დონე და ივარჯიშოთ მეტად ეფექტურად.

  • კალციუმის მდიდარი წყარო

ჩიას თესლში კალციუმის დონე უფრო მაღალია, ვიდრე რძეში. ის ასევე შეიცავს უფრო მეტ კალიუმს, ვიდრე ბანანი. ვეგეტარიანელებს უყვართ ეს პროდუქტი, რადგან ის სრულიად უნიკალურია.

თუ გრძნობთ, რომ თქვენს ორგანიზმში კალციუმის დამატება გჭირდებათ, მაშინ უნდა სცადოთ ჩიას თესლის გამოყენება. სხეულს შეუძლია თესლიდან მთელი კალციუმის შეწოვა. კალციუმის ადეკვატური დონე ორგანიზმში ნიშნავს ჯანსაღ ძვლებს, თმას და ფრჩხილებს.

  • მარადიული ახალგაზრდობა

თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ეს თესლი ასევე ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ახალგაზრდულ გარეგნობასა და ინფექციებისგან დაცვაზე. საინტერესო ფაქტი ჩიას თესლთან დაკავშირებით ისაა, რომ ერთი თესლი შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე ერთი მოცვის მარცვალი

ჩიას თესლის მოხმარება:

ორგანიზმისთვის საუკეთესო რაოდენობაა დღეში 3-4 სუფრის კოვზი ჩიას თესლი.

დასაწყისისთვის, შეგიძლიათ დაიწყოთ სუფრის კოვზით და მუდმივად გაზარდოთ დოზა. ნეიტრალური გემოს გამო, ჩიას თესლი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ ნაცნობ საკვებთან ერთად, ის თქვენს საყვარელ კერძს სრულებითაც არ შეუცვლის გემოს, რადგან თავის მხრივ ჩიას თესლს არანაირი გემო არ გააჩნია.

ასევე, ძალიან კარგია ისიც, რომ ამ თესლს აქვს ხანგრძლივი შენახვის ვადა და საკმაოდ დიდხანს შეგიძლიათ გამოიყენოთ!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები