შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეპაპილომების სამკურნალოდ გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები!

პაპილომების სამკურნალოდ გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები!

პაპილომების სამკურნალოდ გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები!

პაპილომები ზოგჯერ უამრავ უხერხულობას იწვევს. მაგრამ თქვენ არ უნდა შეეგუოთ ამას!

პაპილომები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მაგრამ გარეგანი არამიმზიდველობის მიუხედავად, ეს წარმონაქმნები უვნებელია. ხშირად ისინი ჩნდებიან ზრდასრულ ასაკში, როგორც წესი, სხეულის იმ ნაწილებში, სადაც კანი მუდმივად რარაცასტან ურთიერთქმედებაშია, მაგალითად კისერსი, სადაც მაისურის საყელო გვედება ან იღლიებთან, ქუთუთოებზე, მკერდის ქვეშ და სხვ.

აქ მოცემულია აპრობირებული და ეფექტური საშუალებების სია, რომლებიც დაგეხმარებათ პაპილომების მოშორებაში:

  • Ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი ხელს უწყობს კანის მრავალი დაავადების მკურნალობას. აიღეთ წყალში დასველებული ბამბის ტამპონი და მოიწმინდეთ პაპილომა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორია. დაამატეთ 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი ბამბის ტამპონზე და წაისვით პირდაპირ პაპილომაზე. თუ ზემოდან პაჩს დააწებებთ, პროცესი დაჩქარდება და 2 დღის შემდეგ შედეგს დაინახავთ. მაგრამ თუ ეს მეთოდი თქვენთვის მოსახერხებელი არ არის, დააწვეთეთ ბამბის დისკზე 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი დღეში ორჯერ 10 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, სანამ პრობლემა მთლიანად არ გაქრება.

  • ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ძალიან ეფექტურია პაპილომების მოსაშორებლად. დაასხით ცოტაოდენი ძმარი ბამბის ტამპონზე და შეიზილეთ ნაზარდში. რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნევთ პაპილომის ფერის ცვლილებას (ის გახდება მუქი). ვაშლის ძმარი გამოყენების შემდეგ იწვევს წვის რეაქციას. გამოიყენეთ იგი 2-4 კვირის განმავლობაში, სანამ პაპილომა არ გაქრება.

  • ბანანის ქერქი

ბანანის ქერქი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ერთ-ერთი მიამაგრეთ დაზიანებულ ადგილზე და დააფიქსირეთ ბინტით. დატოვეთ ღამით და გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად, სანამ პაპილომები არ გაქრება.

აბუსალათინის ზეთი

  • ამ ზეთის გამოყენება შესაძლებელია როგორც მალამო, სოდასთან შერევით. წაისვით ნაყენი მეჭეჭზე და ცოტა ხანში დაინახავთ, რომ ქრება.
  • ნიორი

წაისვით ნივრის წვენი კანის დაზიანებულ ადგილზე და დაიმაგრეთ პაჩით ან სახვევით. ეს გააკეთეთ ძილის წინ, დილით კი პირველ რიგში ნიორი მოაცილეთ და ადგილი წყლით დაიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა მაქსიმუმ 3 ღამის განმავლობაში, თუ კიდევ გააგრძელებთ, შესაძლებელია კანის დამწვრობა გამოიწვიოთ. 3 დღის შემდეგ პაპილომა აღარ უნდა იყოს.

  • ჯანჯაფილი

უმი ჯანჯაფილი გახეხეთ და წაისვით დაზიანებულ ადგილზე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში.

  • ანანასის წვენი

ანანასის წვენი ასევე ძალიან ეფექტურია მეჭეჭების მოსაშორებლად. წაისვით ანანასის წვენი დაზიანებულ ადგილზე დღეში ორჯერ ერთი კვირის განმავლობაში ჩამოიბანვის გარეშე.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!