ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობანიშნები, იმისა რომ შესაძლოა თქვენს ორგანიზმში პარაზიტები არსებობდნენ! როგორ ვებრძოლოთ მათ ბუნებრივად,...

ნიშნები, იმისა რომ შესაძლოა თქვენს ორგანიზმში პარაზიტები არსებობდნენ! როგორ ვებრძოლოთ მათ ბუნებრივად, მედიკამენტების გარეშე?!

ნიშნები, იმისა რომ შესაძლოა თქვენს ორგანიზმში პარაზიტები არსებობდნენ! როგორ ვებრძოლოთ მათ ბუნებრივად, მედიკამენტების გარეშე?!

იცით, რას მოიცავს ეს სიმპტომები?

Helicobacter- ჰელიკობაქტერია ესაა ძალიან გავრცელებული ბაქტერია. სინამდვილეში, დადგენილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 50 პროცენტი ინფიცირებულია ამით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ზოგიერთმა ინფიცირებულმა არც კი იცის ამის შესახებ. ეს ბაქტერიები ვითარდება კუჭში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. იმალება ლორწოში, სადაც იმუნური უჯრედები ვერ აღწევენ.

ხოლო იმისათვის, რომ გამრავლდნენ, ისინი იყენებენ სხეულში არსებულ ჩვენს ფერმენტებს და საკვებ ნივთიერებებს, ხოლო თავის მხრივ ორგანიზმში გამოყოფენ ნარჩენებსა და ტოქსინებს. ამრიგად კი აზიანებენ უჯრედებსა და მიტოქონდრიებს, რაც იწვევს ორგანიზმის ქრონიკულ დაღლილობას და ანთებას.

ჰელიკობაქტერია პილორიs სიმპტომები:

მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა შესაძლოა ამ ბაქტერიის დიაგნოზი დაგისვათ, შეიძლება მაინც არ აღგენიშნებოდეთ რაიმე სიმპტომი, ან ამ სიმპტომებისტის აქამდე ყურადღება არც მიგიქცევიათ! თუმცა ახლა თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი აღგენიშნებათ, რეკომენდებულია ჩაიტაროთ ბაქტერიებზე ან პარაზიტებზე ტესტირება:

  • IBS დიარეა, გულისრევა;
  • სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია);
  • არასწორი კვება;
  • უჯრედების დაზიანება და ანთება, მუდმივი დაღლილობა;
  • ხშირი მეტეორიზმი;
  • ხშირად გაზების დაგროვება და შებერილობა, მუცლის ტკივილი;
  • კუჭის ან პეპტიური წყლულები, გასტრიტი, პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი;
  • ასევე კანის პრობლემები, როგორიცაა აკნე, როზაცეა...

ამ ბაქტერიას ჩვეულებრივ მკურნალობენ შემდეგნაირად:

როგორც წესი, ექიმი დაგინიშნავთ რამდენიმე ანტიბიოტიკს ბაქტერიების მოსაკლავად. უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი მკურნალობის კურსი დაგეგმილია ორი კვირის განმავლობაში. თუმცა ზოგიერთი პაციენტის ორგანიზმში ანტიბიოტიკები ვერ ახერხებენ ბაქტერიების მთლიანად განადგურებას, ამიტომ მათ უფრო ძლიერ წამლებსაც უნიშნავენ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პაციენტების დაახლოებით 20%-ს ანტიბიოტიკების მიუხედავად აღენიშნებათ მორეციდივე ინფექციები.

გთავაზობთ ბუნებრივ მკურნალობას:

მიჰყევით ბუნებრივ მკურნალობას 2 საფეხურით, რომელიც სასწაულებრივად მოქმედებს ჰელიკობაქტერი პილორისთვის ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.

  • ნაბიჯი 1: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდა

ძალიან მნიშვნელოვანია ნაწლავის გაწმენდით დაწყება ტრაქტის გასასუფთავებლად, იმის გათვალისწინებით, რომ H. pylori დაფარულია და „დაცულია“ ლორწოთი ისე, რომ თქვენი იმუნური უჯრედები ვერ აღწევენ მათთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდა დაკავშირებულია დიდი რაოდენობით მაღალენერგეტიკული სასმელების მოხმარებასთან, რომლებიც ძალზე ეფექტურია ამ ბაქტერიების გამოვლენაში, ეს ყველაფერი კი ტრაქტის გაწმენდით.

  • ნაბიჯი 2: პარაზიტების მოცილება

ბაქტერიების გამოვლენის შემდეგ, თქვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი პარაზიტიციდები შეძლებენ დაუკავშირდნენ ბაქტერიებს მათ სამუდამოდ აღმოსაფხვრელად. გაწმენდა მთლიანად ანადგურებს ყველა პარაზიტს, ბაქტერიას, საფუარსა და სოკოს.

პარაზიტიციდები ესენია მცენარეები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული მცირე და უსაფრთხო დოზებით მავნე მიკრობების მოსაკლავად.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და პარაზიტის გაწმენდასთან ერთად, საკვებ რაციონში შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი საკვები, რომელიც დაგეხმარებათ ბაქტერიების მოშორებაში და კლავს სხვა მიკრობებს, როგორიცაა საფუარი, სოკო და პარაზიტები.

  1. ბროკოლი: ის აჩერებს H. pylori-ს ზრდას და ამცირებს გასტრიტის რისკს ბაქტერიებით ინფიცირებულ ადამიანებში. რეკომენდებულია დღეში 70 გ-ის მიღება ორი თვის განმავლობაში.
  2. მწვანე კომბოსტო: მას აქვს ძალიან ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება.
  3. ქოქოსის ზეთი: მისი მჟავები ანადგურებს მიკრობების უჯრედულ გარსებს და ხელს უშლის მათ ზრდას და რეპროდუქციას.
  4. თაფლი: ის ეფექტურად კლავს ბაქტერიების 250-ზე მეტ კლინიკურ შტამს.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!