ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეს საშუალება გამოგადგებათ გულის პრობლემების, წნევის, მაღალი ქოლესტერინის და კუჭის პრობლემების დროს,...

ეს საშუალება გამოგადგებათ გულის პრობლემების, წნევის, მაღალი ქოლესტერინის და კუჭის პრობლემების დროს, ასევე გაგიუმჯობესებთ საერთო მდგომარეობას!

ეს საშუალება გამოგადგებათ გულის პრობლემების, წნევის, მაღალი ქოლესტერინის და კუჭის პრობლემების დროს, ასევე გაგიუმჯობესებთ საერთო მდგომარეობას!

აღმოვაჩინე გასაოცარი საშულაება, რომლის შესახებ უნდა გიამბოთ. ეს მცენარე გახლავთ ქაცვი, რომელსაც ყოველ შემოდგომაზე ინტენსიურად მივირთმევ და ზამთრისთვისაც ვიმარაგებ ხოლმე.

ამ მცენარის მიღება მირჩია მეზობელმა, რომელსაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა, როგორიც მე. კერძოდ, აწუხებდა გული, წნევა, მაღალი ქოლესტერინი. ამასთან ერთად მე კუჭიც მაწუხებდა. უნდა გითხრათ, რომ ქაცვი საუკეთესო წამალი აღმოჩნდა.

როგორ მოვამზადოთ ქაცვის სამკურნალო საშუალება?

ქაცვის ნაყოფი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დააყარეთ შაქარი ფენა-ფენა და შეინახეთ მაცივარში. ასეთი გზით შენახული ქაცვი ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

დაშაქრული ქაცვი ყოველდღიურად გახსენით წყალში (1 ჭიქაზე 1-2 სუფრის კოვზი) და სვით დილა-საღამოს. შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია რეგულარულად მიღება.

ეს საშუალება გამოგადგებათ გულის პრობლემების, წნევის, მაღალი ქოლესტერინის და კუჭის პრობლემების დროს, ასევე გაგიუმჯობესებთ საერთო მდგომარეობას.

სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება მისი ნაყოფი, რომელიც მდიდარია:

  • პიგმენტებით,
  • კაროტინით,
  • ვიტამინებით (E, B1, B2, B6, PP),
  • ფლავონოიდებით,
  • ეთერზეთებით,
  • მიკროელემენტებით,
  • ორგანული მჟავებით,
  • ფიტონციდებით.

ქაცვის ზეთის სარგებელი:

  1. დადასტურებულია, რომ ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამიტომ იგი ეფექტურია კანის წყლულებისა და რქოვანას სამკურნალოდ. გარდა ამისა, ქაცვის ზეთს აქვს კუჭის წვენის მაინჰიბირებელი ეფექტი. დადებით შედეგს იძლევა ღვიძლის დაავადებების დროსაც - აწესრიგებს მასში ცხიმოვან ცვლას.
  2. აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, აქვეითებს სისხლში საერთო ქოლესტერინის, ლიპოპროტეიდებისა და საერთო ლიპიდების დონეს.
  3. ქაცვის ზეთი გამოიყენება კანის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების სამკურნალოდ. გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ქაცვით მკურნალობენ საშვილოსნოს ყელის ეროზიასა და სხვა ანთებით დაავადებებს.
  4. ქაცვის ზეთით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის შედეგად აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება ამასთან არ ხდება მჟავიანობის მნიშვნელოვანი ცვლილება.
  5. ცდებით დადგინდა, რომ ათეროსკლეროზული ცვლილებების მქონე პაციენტებში ქაცვის ზეთის მიღების შემდეგ გაქრა სტენოკარდიული შეტევები, შემცირდა ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოშლილობები, მოწესრიგდა წნევა, აღინიშნა ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების დადებითი დინამიკა.

გისურვებთ ჯანმრთელობას !

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!