პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაყველაზე ძლიერი საშუალება, რომელიც ამარცხებს გაციებას და გრიპს! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

ყველაზე ძლიერი საშუალება, რომელიც ამარცხებს გაციებას და გრიპს! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

ყველაზე ძლიერი საშუალება, რომელიც ამარცხებს გაციებას და გრიპს! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

დიდ პატივს ვცემ ხალხურ მედიცინას და გული მწყდება, რომ საქართველოში, სადაც ამდენი ბუნებრივი სიმდიდრე გვაქვს, სათანადოდ არ ვაფასებთ მცენარეულ რეცეპტებს.

სწორი არ მგონია იმ ექიმთა მისვლა, რომელიც ნებისმიერი მსუბუქი დაავადების დროს ძლიერ ქიმიურ საშუალებებს უნიშნას პაციენტს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ანტიბიოტიკებს, რომელიც სულ ახალ-ახალი დასახელებებითა და შემადგენლობით შემოდის ყოველკვირეულად და, რომელსაც იმდენი უკუჩვენება და გართულება ახლავს თან, რომ მისი სამკურნალო ეფექტი რაღა მოსატანია.

ზოგიერთ შემთხვევაში შეგვიძლია უფრო უვნებელი, ჩვენი წინაპრების მიერ გამოცდილი საშუალებებითაც ვიმკურნალოთ!

რამდენიმე რეცეპტი, რომელიც უებარია ბრონქიტის დროს:

მწვავე ბრონქიტისას დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ თითო ს/კ სტაფილოს წვენისა და თაფლის ნარევი:

  • 1 ჭიქა სტაფილოს წვენს 2-3 ს/კ თაფლი უნდა დაუმატოთ.
  • დაჭყლიტეთ კანიანად მოხარშული კარტოფილი.
  • დაამატეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი და 2-3 წვეთი იოდი.
  • ნარევი წაუსვით ორფა დოლბანდზე (ან ბამბის ქსოვილზე) და დაიფინეთ მკერდზე, ზემოდან კი ცელოფანი და შალის ქსოვილი დაიფარეთ.
  • სასარგებლოა თალგამის ახალგამოწურული წვენიც მიიღეთ 1-2 ს/კ 5-ჯერ დღეში.

თუ ბრონქიტი გაგიხანგრძლივდათ, ათქვიფეთ:

  • 2 ს/კ კარაქი,
  • 2 კვერცხის გული,
  • 1 ჩ/კ ხორბლის ფქვილი
  • და 2 ჩ/კ თაფლი.

1 ჩაის კოვზი ნარევი მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში.

ექიმის კომენტარი:

რეცეპტთა უმრავლესობა შეიცავს კომპონენტებს, რომელიც ძლიერი ანტიანთებითი, ამოსახველებელი, ანტიბაქტერიული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით ხასიათდება. მსგავსი რეცეპტები, რომლის გამოყენება ბრონქიტის დროსაა ნაჩვენები, მრავლად მოიპოვება ხალხურ მედიცინაში.

რაც შეეხება მკითხველის შენიშვნას, რომ მას შეუძლია, მთლიანად შეცვალოს ანტიბიოტიკოთერაპია, ეს მთლად ასე არ გახლავთ. დღეისათვის მომრავლდა ანთების გამომწვევ ბაქტერიათა ახალი შტამები, რომელიც მსუბუქი ანტიანთებითი ეფექტის მქონე საშუალებების მიმართ მდგრადობას იჩენს და თუ ასეთ შემთხვევაში არ იქნა დანიშნული „ძლიერი“ ანტიბიოტიკები, შესაძლოა, შედეგად სერიოზული გართულებები მივიღოთ.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ექიმებიც თავის დაზღვევის მიზნით ჰიპერდიაგნოსტიკა და ჰიპერთერაპიას ახდენენ ანუ ნიშნავენ ისეთ პრეპარატებს, რომლის დანიშვნის აუცილებლობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

როცა გამოცდილი მკურნალი დაჟინებით ითხოვს პაციენტისთვის ამა თუ იმ პრეპარატის დანიშვნას, გირჩევთ, ნუ შეიტანთ თვითნებურად ცვლილებებს დანიშნულებაში, ფიტოთერაპია კი ამის პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!