ვინც ამ საყოფაცხოვრებო ნივთებს იყენებს, ნებაყოფლობით ვნებს ფარისებრ ჯირკვალს!
ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ორგანოა. ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო მეტი ობიექტი ჩნდება, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანების 10%-ს, რომლებიც მოიხმარენ წყალს ან საკვებს, PFOA-ს ( პერფტოროოქტანოინის მჟავა ) შემცველობით, აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
ამ სტატიაში გაჩვენებთ რამდენიმე ნივთს, რომელიც, დიდი ალბათობით, თქვენს სახლში უკვე იმყოფება. ესენია:
- ავეჯი
ზოგიერთი მწარმოებელი სამზარეულოს ავეჯს ფარავს არაწებოვანი ტეფლონის მსგავსი ნივთიერებით. ეს საფარი შეიძლება იყოს უკიდურესად საშიში ფარისებრი ჯირკვლისთვის.
- ხალიჩები
ახალ ხალიჩებს ხშირად აკეთებენ სხვადასხვა სახის ქიმიკატებით, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ! ახალი ხალიჩა სჯობს ჯერ ქიმწმენდაში წაიღოთ და გაწმინდოთ, შემდეგ კი სახლში წაიღოთ.
- პირადი ჰიგიენის საშუალებები
დარწმუნდით, რომ თქვენი შამპუნები და შხაპის გელი არ შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც იწყება "პერფტოროოქტანით" ან "პერფტოროთი", ისინი ძალიან საზიანოა ჩვენი ჯანრთელობისთვის!
- ტეფლონით დაფარული ჭურჭელი
ის არის მთავარი საფრთხე ამ სიაში! უმჯობესია გამოიყენოთ უფრო ბუნებრივი ჭურჭელი: მინის, კერამიკის, რკინისგან და რაც მთავარია - არაწებოვანი ფენის გარეშე! მისი გაცხელებისას გამოიყოფა საშიში ნივთიერება.
- კბილის ჩხირები
ეცადეთ არ გამოიყენოთ კბილის ჩხირები, რომლებიც დამზადებულია ხელოვნური მასალით. ეცადეთ გამოიყენოთ ის, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან, მაგალითად ხისგან! პლასტმასის კბილის ჩხირები შეიძლება შეიცავდეს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რომელმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.
- მუყაოს თეფშები, სწრაფი კვების კონტეინერები
მუყაოს ყუთები ხშირად გაჟღენთილია საშიში ნივთიერებებით. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც თქვენს გარშემოა. ნუ დაივიწყებთ დღის რაციონსაც: რაციონში შეიტანეთ იოდის შემცველი საკვები (ზღვის პროდუქტები, ზღვის მცენარეები, ნიგოზი). თუ ეჭვი გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ენდოკრინოლოგს დიაგნოზისა და მკურნალობისთვის.
იზრუნეთ თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე!