ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობახველების უმარტივესი რეცეპტი, რომელიც გამოიყენება როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში !

ხველების უმარტივესი რეცეპტი, რომელიც გამოიყენება როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში !

ხველების უმარტივესი რეცეპტი, რომელიც გამოიყენება როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში !

ბანანი, თაფლი და წყალი ხველის სამკურნალოდ - ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ განკურნონ ყველაზე მძიმე ხველაც კი რამდენიმე დღეში.

და ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ინგრედიენტები:

  • წყალი - 400 მლ.
  • ბანანი - 2 ც.
  • თაფლი - 2 ს.კ.

მომზადების მეთოდი:

ამოიღეთ კანიდან ორი ბანანი და გადააქციეთ პიურედ (ამისთვის არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი ). აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მას ბანანის პიურე. დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. როცა ნარევი გაცივდება, შეატკბეთ თაფლით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაწუროთ.

Როგორ გამოიყენოთ?

დალიეთ დღეში 4-ჯერ, ერთი ჭიქა პორციის ზომაა - 100 მლ.

როგორც წესი, გამოჯანმრთელება ხდება ძალიან სწრაფად - ერთ-ორ დღეში, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 5 დღემდე დასჭირდეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

თაფლის სასარგებლო თვისებები:

ხანგრძლივი დროის განმავლობაში თაფლი იხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი ტკბილი საკვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა უფრო იაფი შაქარი, თაფლი გახდა სამკურნალო პროდუქტი.

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

დიდი სამამულო ომის დროს თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.

თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.

თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.

თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

აღწერილია თაფლის დამამშვიდებელი მოქმედება ფსიქიური დარღვევებისას.

თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.

არსებობს აზრი, რომ დღის განმავლობაში თაფლის მიღება იწვევს ოფლიანობას, თუმცა ეს მოსაზრება არ დასტურდება. თაფლი მართლაც აძლიერებს ოფლის გამოყოფას მხოლოდ ცხელ ჩაისთან ან რძესთან ერთად ავადმყოფობის დროს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სიცხის დამწევი წამალი ოფლის გამოყოფის და სიცხის დამწევ ეფექტს ახდენს მხოლოდ ავადმყოფობის დროს და არ ამჟღავნებს მსგავს ეფექტს სხეულის ნორმალური ტემპერატურისას.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!