შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაფრთხილად იყავით: მჟავე კომბოსტო სასარგებლოა, მაგრამ ზოგიერთისთვის შეიძლება ძალიან საზიანო იყოს!

ფრთხილად იყავით: მჟავე კომბოსტო სასარგებლოა, მაგრამ ზოგიერთისთვის შეიძლება ძალიან საზიანო იყოს!

ფრთხილად იყავით: მჟავე კომბოსტო სასარგებლოა, მაგრამ ზოგიერთისთვის შეიძლება ძალიან საზიანო აღმოჩნდეს!

მჟავე კომბოსტო ფაქტობრივად ფერმენტირებული კომბოსტოა, რომელიც კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზოგჯერ უმჯობესია ამის ნაცვლად ახალი კომბოსტო მიირთვათ.

ერთ-ერთი ცნობილი ნატუროლოგი აფრთხილებს ამ ბოსტნეულის დამუშავების შესაძლო მავნე ზემოქმედების შესახებ.

მოდით გავიგოთ თუ რის შესახებ გვაფრთხილებს იგი.

  • კომბოსტოს დასამწნილებლად დიდი რაოდენობით მარილი გამოიყენება და როგორც მოგეხსენებათ, ეს არ არის ჯანსაღი, მით უმეტეს, რომ ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობით წყალს სვამთ.

დიდი რაოდენობით მარილის ორგანიზმში მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმში იმატებს არტერიული წნევა, ორგანიზმში არსებული მარილი თირკმელების ტვირთად იქცევა, ილექება სახსრებსა და სისხლძარღვებში. მარილის გამო ჭარბი სითხე ჩერდება და ძნელად გამოიდევნება ორგანიზმიდან, მარილი კი არღვევს ურთიერთობას კალიუმსა და ნატრიუმს შორის, რაც გავლენას ახდენს კუნთების სპაზმზე, განსაკუთრებით კისერზე და ხერხემალზე.

თუ მჟავე კომბოსტო უკვე მიირთვით, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ სხვა საკვები მიირთვათ სრულიად უმარილოდ.

  • ხელებსა და ფეხებში მოუსვენრობა ხშირად ჩნდება კალიუმისა და ნატრიუმის დისბალანსის შედეგად, რომელსაც ზედმეტი მარილის მოხმარება იწვევს.

უფრო და უფრო მეტი კვლევა მიუთითებს კავშირზე დიეტაში მარილის გამოყენებასა და ზოგიერთი უჯრედის დაავადების გაჩენას შორის. ამის თავიდან ასაცილებლად კარგია თუ მოვერიდებით მჟავე კომბოსტოს მოხმარებას. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, მაშინ ეცადეთ კომბოსტოს მირთმევამდე წყალი გადაავლოთ, რათა შეამციროათ ორგანიზმში მარილის მოხვედრის ალბათობა.

ასე რომ, მჟავე კომბოსტოსთან, რომელიც უდავოდ სასარგებლოა, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ.

თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, შეგიძლიათ მიირთვათ ახალი კომბოსტო, რომლის შეძენაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მაღაზიებში.

გისურვეთ ჯანმრთელობასა და მხნეობას!

ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან ტრადიციული მედიცინის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები