ცხელი წყლის სარგებელი და მისი დილით მიღების 3 მარტივი და ეფექტური გზა!
ორგანიზმისთვის ესაა ნამდვილად უვნებელი წამალი!
უმეტესობა ჩვენგანი დილას ფინჯანი ცხელი ყავით ან ჩაით იწყებს. ხოლო როდესაც წყალს ვსვამთ, ცივ წყალს ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ აიურვედას მედიცინის მიხედვით, სასურველია ცხელი წყლის მიღება. ცხელი ანდაც თბილი წყლის რეგულარულად მიღებამ, განსაკუთრებით დილით, შეუძლია განკურნოს ჩვენი სხეული, უზრუნველყოს საჭმლის მომნელებელი ენერგია და შეამციროს მეტაბოლური ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა დაგროვდეს ჩვენს იმუნურ სისტემაში და რომლებიც არანაირად არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის
წყლის მიღება ერთ-ერთი საუკეთესო სარგებელია, რომელიც შეგიძლიათ მისცეთ თქვენს ორგანიზმს. მას აქვს ჯანმრთელობის გასაოცარი სარგებელი, და შეუძლია ხელი შეუწყოს ორგანიზმში ძლიერი თირკმელების, მეტი ენერგიის, უკეთესი განწყობის და ქოლესტერინის დაბალი დონის კონტროლს. ცხელი წყალი უბრალოდ ემატება იმ მიზეზების გრძელ სიას, თუ რატომაა აუცილებელი რომ წყალი იყოს თქვენი საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილი. ვერც ვერავინ იტყვის, რომ ცხელი წყალი არ არის გემრიელი. მაგრამ თუნდაც ასე იყოს რამდენიმე წამი "უგემური" წყალი არაფერია მის სარგებლიანობასთან შედარებით.
ცხელი წყლის სარგებელი:
- უკეთესი საჭმლის მონელება
ცხელი/თბილი წყალი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. ამ დროს ორგანიზმი არ მოიხმარს იმდენ ენერგიას მიღებული საკვების დასაშლელად, როგორც მანამდე და ძალიან ადვილად ითვისებს მათ და ნაწლავებშიც მათი გადაადგილება უპრობლემოდ მიმდინარეობს. ჭამის დროს ცივი წყლის მიღება კი საპირისპირო ეფექტს იძლევა.
- დეტოქსიკაცია
ცხელი/თბილი წყალი ორგანიზმს ტოქსინების მოცილებაში ეხმარება ოფლიანობისა და შარდვის გზით. ცხელი სასმელის მიღებისას თქვენი სხეულის ტემპერატურა იმატებს, რაც გაოფლიანებთ და გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
დალიეთ თბილი ან ცხელი წყალი, რათა გამოდევნოთ ორგანიზმში მოცირკულირე ტოქსინები, მათ შორის ცხიმები, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კუნთები ასევე ამშვიდებს და ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას. ასევე, ისევე როგორც თბილი აბაზანის მიღებისას, თქვენი არტერიებიც და ვენებიც ფართოვდება, რაც უფრო მეტ ადგილს აძლევს სისხლის ნაკადს გადასატუმბად.
- დაეხმარეთ ტკივილს
გსმენიათ მენსტრუალური ტკივილებით შეწუხებულ ქალებზე, რომლებიც მუცელზე ცხელ საფენებს იდებენ ტკივილის შესამსუბუქებლად? ის მოქმედებს არა მხოლოდკონკრეტულად ამ მდგომარეობის დროს, არამედ ნებისმიერ შეშუპებულ ან მტკივნეულ ადგილას. ცხელი წყალი ამშვიდებს კუნთებს და ხსნის ტკივილს. ცხელი წყალი ასევე ეხმარება თავის ტკივილს და სხეულის სხვა ტკივილებს, თავადვე სცადეთ!
- ხელს უწყობს წონის კლებას
მყისიერი ეფექტი დატენიანებაა, რომელიც გეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, რადგან თავს უფრო დიდხანს გრძნობთ დანაყრებულად, რის შედეგადაც მცირდება საკვების მიღებაც. გარდა ამისა, თბილი წყალი ზრდის სხეულის ტემპერატურას, რაც თავის მხრივ ზრდის თქვენს მეტაბოლიზმს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასვენების დროს მეტ კალორიას დაწვავთ.