ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეს ბუნებრივი საშუალება აუმჯობესებს მხედველობას და აფერხებს კატარაქტის განვითარებას!

ეს ბუნებრივი საშუალება აუმჯობესებს მხედველობას და აფერხებს კატარაქტის განვითარებას!

ეს ბუნებრივი საშუალება აუმჯობესებს მხედველობას და აფერხებს კატარაქტის განვითარებას!

ამ ძლიერი საშუალების რეგულარული გამოყენება ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას და ასევე გააძლიერებს ბადურას.

კატარაქტა ესაა თვალის ლინზის დაბინდვა, რომელიც გავლენას ახდენს მხედველობაზე. კატარაქტა ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებში ჩნდება დაბერების პროცესებიდან გამომდინარე. კვლევამ აჩვენა, რომ 80 წელზე უფროსი ასაკის აშშ-ის ყველა მოქალაქეს ჩაუტარდა კატარაქტის ოპერაცია ან დაუსვეს მისი დიაგნოზი.

კატარაქტა შეიძლება განვითარდეს ერთ თვალზე ან ორივეზე, მაგრამ ის ვერანაირად გავრცელდება ერთი თვალიდან მეორეზე.

რა იწვევს კატარაქტის განვითარებას?

თვალის ლინზა მდებარეობს ირისისა და გუგის უკან. კამერის ობიექტივი მუშაობს ისევე, როგორც თვალის ობიექტივი. თვალის ლინზა ამახვილებს შუქს მხოლოდ სხვადასხვა მიმართულებით პირდაპირ ბადურისკენ, შემდეგ კი გამოსახულება ჩაიწერება.

ლინზა რეგულირდება თვალის ფოკუსის მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს ნათლად დავინახოთ საგნები, რომლებიც ძალიან შორს ან ძალიან ახლოსაა.

ზოგადად ლინზა შედგება წყლისა და ცილებისგან. ხოლო ცილა ისეა მოწყობილი, რომ ლინზა ყოველთვის გამჭვირვალეა და შუქს თვალის ლინზაში გავლის საშუალებას აძლევს.

მაგრამ პროტეინები სანთლებს ჰგავს, რომლებიც დროთა განმავლობაში ერთმანეთს ეწებება. ცილები გროვდება ერთ ადგილას, რომლებიც ქმნიან ნისლს თვალის ლინზაში. სწორედ ამ მდგომარეობას კატარაქტი ეწოდება და იწვევს დაბინდულ მხედველობას.

ასაკთან ერთად, ეს მდგომარეობა უფრო და უფრო ძლიერდება და ბუნდოვდება ჩვენი მხედველობაც. კატარაქტის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს: მოწევა, დიაბეტი და ცილების ცვალებადობა წლების განმავლობაში.

ხოლო კატარაქტის სიმპტომებია

  • ღამით ცუდი მხედველობა
  • ფერების სიმკვეთრის დაკარგვა
  • ბუნდოვანი მხედველობა
  • სათვალისა და კონტაქტური ლინზების რეცეპტის ხშირი ცვლილება
  • გაორმაგებული გამოსახულება

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ასევე შეიძლება იყოს თვალის სხვა პრობლემების ნიშნები. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გაგიჩნდებათ, მიმართეთ ოფთალმოლოგს!

მანამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ სამკურნალოდ ძლიერ ბუნებრივ საშუალებას!

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ვარდის ფურცლები
  • 4 ჩაის კოვზი ჟოლოს ფოთოლი
  • 4 ჭიქა მდუღარე წყალი

ინსტრუქცია:

  1. ჩაასხით წყალი დიდ ქვაბში და დადგით ცეცხლზე.
  2. როცა ადუღებას დაიწყებს, დაუმატეთ მას ყველა ინგრედიენტი და ადუღეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  3. შემდეგ დააცადეთ წყალი გაცივდეს და გადაწურეთ.
  4. ამოიბანეთ თვალები ამ საშუალებით ისევე, როგორც წყლით იბანთ ხოლმე.
  5. გამოიყენეთ დღეში ერთხელ.

ამ ძლიერი საშუალების რეგულარული გამოყენება ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას და ასევე აძლიერებს ბადურას ჯანმრთელობას.

გირჩევთ, თავი შეიკავოთ რძის და ცხიმოვანი საკვებისგან. მიირთვით C და E ვიტამინებით მდიდარი საკვები, როგორიცაა მოცვი, მაყვალი და ა.შ.

გისურვებთ ჯანმთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!