ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაცხვირიდან გამონადენის განკურნება წვეთების გარეშეც! 

ცხვირიდან გამონადენის განკურნება წვეთების გარეშეც! 

ცხვირიდან გამონადენის განკურნება წვეთების გარეშეც! 

ყველამ იცის, რომ ცხვირის წვეთები დამოკიდებულებას იწვევს. მაგრამ რადგან ბევრმა არ იცის სხვა გზა ცხვირის შეშუპებისა და სურდოსგან თავის დასაღწევად, ისინი აგრძელებენ მათ ყიდვასა და გამოყენებას. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ამ უსიამოვნო და, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებული პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ცხვირიდან გამონადენი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვეწყოს. ცხვირის წვეთებით მკურნალობას დიდი ხანია მიჩვეულები ვართ, მაგრამ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი წამლების უკონტროლოდ გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამოკიდებულება გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, სიტუაცია შეიძლება ისე გაუარესდეს, რომ წვეთები საერთოდ ვეღარ დაგვეხმაროს.

სწორედ ამიტომ, უმჯობესია სურდოს მკურნალობა სხვა გზით, მაგალითად, სინუსებზე სწორი ზემოქმედებით. ეს არის მარტივი მასაჟი:

  1. დაიდეთ ხელის საჩვენებელი და შუა თითები ცხვირის ფრთაზე, დააჭირეთ და შეიზილეთ. იგივე გააკეთე მეორე მხარეს. ასეთი პროცედურის შემდეგ გაცილებით გაგიადვილდებათ ცხვირის გასუფთავება, რადგან ცხვირის გასასვლელები გაიხსნება.
  2. ასევე ძალიან სასარგებლოა ცხვირის ხიდის გახურება. ამის შემდეგ ლორწო თხელდება, რაც ხელს უწყობს მის ეფექტურ მოცილებას. ამისათვის, გაათბეთ პატარა ქსოვილის ხელსახოცი და შემდეგ დაიდეთ იგი ცხვირის ხიდზე. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ქსოვილი არ არის ძალიან ცხელი, რათა არ დაიწვათ კანი.
  3. გაციების პირველი ნიშნის დროს, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება, ექსპერტები გვირჩევენ წარბებს შორის შუბლის ცენტრში მდებარე წერტილის მასაჟს. ეს ამცირებს ანთებას შუბლის სინუსებში.

გარდა მასაჟებისა, სურდოს სამკურნალოდ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სტრეპტოციდიც!

თავდაპირველად მოამზადეთ სოდიანი წყალხსნარი. ამისათვის 1 ჩაის კოვზ სოდას დაასხიათ ერთ ჭიქა წყალი. მიღებული ხსარით გამოირეცხეთ ცხვირი. ამის შემდეგ შეგიძლიათ უკვე გამოიყენოთ სტრეპტოციდის ფხვნილი.

ამისათვის სტრეპტოციდის ტაბლეტი დაფხვენით და რიგრიგობით შეისუნთქეთ ფხვნილი თითოეულ ნესტოში. ამ პორიცედურის გასამარტივებლად შეგიძლიათ ის თითის გამოყენებით მოათავსოთ ცხვირის ნესტოში და დაიზილოთ.

ერთი ტაბლეტი საკმარისია 3-4 პროცედურისთვის. ასეთი მკურნალობა ტარდება დღეში არანაკლებ 6-ჯერ პირველი 3-4 დღის განმავლობაში (ავადმყოფობის სიმძიმის მიხედვით), შემდეგ კი ცხვირის გამონადენი საერთოდ ჩერდება. 6 დღეზე მეტი არავის დასწირვებია მკურნალობა და ყველა, ვინც სცადა ეს მეთოდი, ძალიან კმაყოფილია.

სცადეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შედეგი კომენტარებში!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!