შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ კბილის ტკივილმა შეგაწუხათ და ვერ ახერხებთ ექიმთან მისვლას, მაშინ გამოიყენეთ ეს...

თუ კბილის ტკივილმა შეგაწუხათ და ვერ ახერხებთ ექიმთან მისვლას, მაშინ გამოიყენეთ ეს მეთოდები! ისინი დაგავიწყებენ ტკივილს!

თუ კბილის ტკივილმა შეგაწუხათ და ვერ ახერხებთ ექიმთან მისვლას, მაშინ გამოიყენეთ ეს მეთოდები! ისინი დაგავიწყებენ ტკივილს!

რა უნდა გააკეთოთ, თუ კბილი გტკივათ, მაგრამ სტომატოლოგთან მისასვლელად ფინანსები არ გყოფნით ან სხვა მიზეზები გაფერხებთ? ტკივილის დროებით შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხური საშუალებები, ისინი შეგიმცირებენ აუტანელ დისკომფორტს.

მოდით გავეცნოთ ამ საშუალებებს…

  • მარილიანი წყალი

ბევრისთვის მარილიანი წყლის კბილში გამოვლება ძალიან ეფექტური მკურნალობაა. მარილი ბუნებრივად ახდენს დეზინფექციას და ხელს უწყობს საკვების ნაწილაკების მოცილებას კბილებს შორის. ის ასევე ეხმარება პირის ღრუს ანთებებსა და სხვა წყლულებს.

აუცილებელია ნახევარი ჩაის კოვზი მარილი შეურიოთ ერთ ჭიქა თბილ წყალში და გამოივლოთ პირში.

  • წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი ხელს უწყობს ანთებითი ტკივილის შემცირებას. ის კლავს ბაქტერიებს, ამცირებს ღრძილებიდან სისხლდენას და კბილის ქვის დაგროვებას.

მნიშვნელოვანია მისი სწორად გაზავება. თანაბარი რაოდენობით 3% წყალბადის ზეჟანგი შეურიეთ წყალს და გამოივლეთ პირში. არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ.

  • პიტნის ჩაის პაკეტები

პიტნის ჩაის პაკეტები შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის შესამცირებლად და გაღიზიანებული ღრძილების დასამშვიდებლად.

  • ნიორი

ნიორი ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენება სამკურნალოდ. ის კლავს მავნე ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ქვებს და ემსახურება ტკივილის შემცირებას.

მის გამოსაყენებლად გახეხეთ ნიორი და გააკეთეთ პასტა, რომ წაისვათ მტკივნეულ ადგილზე. შეგიძლიათ ცოტა მარილიც დაუმატოთ. ამავდროულად, შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ რამდენიმე კბილი ნიორი.

  • ვანილის ექსტრაქტი

ვანილის ექსტრაქტი ანელებს კბილის ტკივილს. ეს არის დადასტურებული ანტიოქსიდანტი და ამიტომ აქვს სამკურნალო თვისებები. მოათავსეთ მცირე რაოდენობით ვანილის ექსტრაქტი თქვენს თითზე ან ყურის ჩხირზე. წაისვით პირდაპირ მტკივნეულ ადგილზე დღეში რამდენჯერმე.

  • მიხაკი

მიხაკი ისტორიის მანძილზე გამოიყენებოდა, როგორც კბილის ტკივილის ბუნებრივი საშუალება, რადგან მასში შემავალი ზეთი ეფექტურად აყუჩებს ტკივილს და ამცირებს ანთებას. მიხაკი შეიცავს ევგენოლს, რომელიც ბუნებრივი ანტისეპტიკია.

მიხაკის ზეთის მცირე რაოდენობა უნდა მოათვსოთ პრობლემურ ადგილას თითით ან ბამბის ბურთულით. ასევე შეგიძლიათ მიხაკი გააზავოთ სხვა ზეთით ან წყლით. წაისვით წამალი დღეში რამდენჯერმე.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები