ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგადაუდებელი დაგხმარება კუჭის წყლულის დროს!! ეს რეცეპტები სამუდამოდ დაგავიწყებთ აფთიაქის გზას!

გადაუდებელი დაგხმარება კუჭის წყლულის დროს!! ეს რეცეპტები სამუდამოდ დაგავიწყებთ აფთიაქის გზას!

გადაუდებელი დაგხმარება კუჭის წყლულის დროს!! ეს რეცეპტები სამუდამოდ დაგავიწყებთ აფთიაქის გზას!

დღეს მსურს გაგიზიაროთ ძალიან ეფექტური და დროში გამოცდილი სამკურნალო რეცეპტები!

მომზადების წესი:

რეცეპტი - 1

  • უმი კომბოსტო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში,
  • მიღებული მასა გაწურეთ

მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

რეცეპტი - 2

  • 1 ს/კ კარაქი,
  • 1 ს/კ სპირტი,
  • 1 ს/კ სუფთა თაფლი.

დილით, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, მიიღეთ იმ თანმიმდევრობით, როგორითაც ჩამოთვლილია. შემდეგ მიირთვით ნებისმიერი საკვები.

მკურნალობის კურსი 1 თვეა.

რეცეპტი - 3

  • 10 გრ დაქუცმაცებულ დინდგელს დაასხით 100 გრ სპირტი,
  • ჩაასხით მუქ ბოთლში.
  • შეინახეთ ბნელ, მშრალ ადგილას 10 დღე.
  • შეანჯღრიეთ დღეში რამდენჯერმე.

დოზა: 1 ჩ/კ ნაყენი გახსენით 1/2 ყავის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, სასურველია, უზმოზე, ჭამამდე 20-25 წთ-ით ადრე. თუ ტკივილი გაგიგრძელდათ, დასაწყისში ჭამის შემ- დეგ მიიღეთ და მოგვიანებით შეცვალეთ მიღების წესი. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვეა.

რეცეპტი - 4

  • ტუხტის (ალთეს) ფესვები დაანამცეცეთ.
  • 2 ს/კ-ზე დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  • ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  • გააცივეთ.

გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭი- ქა დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს.

  1. მიირთვით ნატურალური თაფლი საუზმემდე 1,5 საათით ადრე 30 გრამი, სადილამდე 2 სთ-ით ადრე 40 გრამი, ვახშმიდან 3 საათის შემდეგ კი 30 გრამი. მკურნალობის კურსია 15-20 დღე.
  2. ნიახურის ნაყენი (2 ს/კ დანამცეცებულ ძირებიან ნიახურს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 2 სთ, გადაწურეთ) მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
  3. 100-100 გრამი კარაქის, კაკაოსა და თაფლის ნარევს დაამატეთ 50 გრამი ალოეს წვენი. ნელ ცეცხლზე დაადნეთ, კარგად მოურიეთ და თავდახურული მინის ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  4. გარეცხილი, კარგად გამშრალი ქაცვი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის შაქარი. ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 40°C-მდე (მეტი არ შეი- ძლება) და განუწყვეტლივ ურიოთ, ვიდრე შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ ცხელი ნარევი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.
  5. ამგვარად მომზადებული ჟელე კარგად ინახება და თანაც ვიტამინებს ინარჩუნებს. მას იყენებენ ორგანიზმის დასუსტებისას, იმუნიტეტის დაქვეითებისას, ნებისმიერი დაავადებისას, ალერგიის გარდა, ქაცვის ზეთი აფთიაქებში იყიდება. თითო ჩაის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!