ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა20 წელი შაქრიან დიაბეტს ვებრძოდი, მაგრამ ამ რეცეპტმა ნამდვილად გადამარჩინა! აუცილებლად სცადეთ...

20 წელი შაქრიან დიაბეტს ვებრძოდი, მაგრამ ამ რეცეპტმა ნამდვილად გადამარჩინა! აუცილებლად სცადეთ თქვენც!

20 წელი შაქრიან დიაბეტს ვებრძოდი, მაგრამ ამ რეცეპტმა ნამდვილად გადამარჩინა! აუცილებლად სცადეთ თქვენც!

ერთგულო მკითხველნო მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელიც რაღა თქმა უნდა ხალხურ მედიცინას უკავშირდება. ჩემი რეკომენდაცია იქნება სრულად გაეცნოთ ინფორმაციას და ეს მეთოდი საკუთარ თავზეც გამოსცადოთ. ვიმედოვნებ, ისეთივე ეფექტური აღმოჩნდება, როგორც ჩემს შემთხვევაში!

უკვე 20 წელია, მაქვს შაქრიანი დიაბეტი. ბოლო დროს საგრძნობლად გამიუარესდა მხედველობა და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ნაცნობმა მირჩია, ყოველდღიურად მეჭამა მოცვის ნაყოფი და მესვა მისი ნაყენი, რომელიც ასე მზადდება:

4 ს.კ ნაყოფს უნდა დაასხათ 2,5ჩ.ჭ წყალი და ადუღოთ 10 წთ, მიიღოთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

ჩემდა გასაკვირად, ერთი თვის თავზე საგრძნობი ეფექტი მივიღე: მხედველობა გამიუმჯობესდა, ამასთანავე, ვიგრძენი უკეთესობა კუჭისა და ნაწლავების მუშაობაში (პერიოდულად მტკიოდა კუჭი და ხშირად მქონდა ფაღარათი), გამიუმჯობესდა ვენების მდგომარეობა, აღარც ფეხები მიბუჟდება - ერთი სიტყვით, მთელ ორგანიზმზე დადებითად იმოქმედა.

ახლა ზამთრისთვისაც მაქვს გამხმარი მოცვი და ვაპირებ, კიდევ ერთი კურსი ჩავიტარო. სწორედ იგივეს გირჩევთ თქვენც! ნამდვილად არ ინანებთ!

ექიმის კომენტარი: მოცვი მრავალფეროვანი სამკურნალო ეფექტით ხასიათ- დება. მის ექსტრაქტს აქვს ანგიოპროტექტორული თვისებები: ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ზრდის სისხლძარღვთა კედლების რეზისტენტობას, აუმჯობესებს უჯრედთა მემბრანის გამავლობას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. აუმჯობესებს სისხლის მაკრო და მიკროცირკულაციას თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაში, განსაკუთრებით კი - თვალის ბადურის გარსის სისხლმომარაგებას.

მოცვის ექსტრაქტი აძლიერებს მხედველობის პიგმენტის რეგენერაციას ბადურის ფოტორეცეპტორებში, რაც აუმჯობესებს თვალის ადაპტაციას სიბნელეში, კონტრასტულ მხედველობას და მხედველობის სიმახვილესაც. მოცვის ნაყოფში შემავალი ფლავონოიდები ანთებსაწინააღმდეგოა - ისინი იცავენ კუჭის ლორწოვანას მარილმჟავას მოქმედებისგან მომატებული სიმჟავის შემთხვევაში. მოცვი ეფექტიანია დიარეის (კუჭის აშლის) დროსაც.

ამიტომ მოცვის ნაყოფი გამოიყენება ფიტოთერაპიაში მიოპიის, ბადურა გარსის ანთებითი და დეგენერაციული დაავადების დროს (მათ შორის, დიაბეტური რეტინოპათიისას), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!