პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაიცოდით კომშის ამ სამკურნალო დანიშნულების შესახებ?! ახლაც გაკვირვებული ვარ მისი შედეგით!

იცოდით კომშის ამ სამკურნალო დანიშნულების შესახებ?! ახლაც გაკვირვებული ვარ მისი შედეგით!

იცოდით კომშის ამ სამკურნალო დანიშნულების შესახებ?! ახლაც გაკვირვებული ვარ მისი შედეგით!

დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც საკუთარი გამოცდილებით ნამდვილად დადებითი ეფექტის მომცემია! გაეცანით და აუცილებლად სცადეთ.

ძალიან მიყვარს კომში. ყვავილობის დროს კი თვალს ვერ ვწყვეტ მის მშვენიერ ყვავილებს. თუმცა ბოლო დრომდე არც კი ვიცოდი, თუ ამ მცენარეს ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებდა.

ჩემს შვილს დისბაქტერიოზი დაუდგინეს. ძალიან ბევრი წამალი დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობა სულ რამდენიმე კვირას გასტანდა ხოლმე, მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. გადავწყვიტე, ხალხური რეცეპტებითაც მივხმარებოდი და დავიწყე ძებნა.

ჩემდა გასაკვირად, ასეთი საშუალება კომშის თესლი აღმოჩნდა:

  1. 2 ჩ.კ თესლს (კურკებს) დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი,
  2. 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე,
  3. შემდეგ გადაწურეთ და გააჩერეთ 6 საათი.

სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენის სმა ჩემმა შვილმა მედიკამენტური კურსის დამთავრების შემდეგ დაიწყო.

მას შემდეგ დაავადება აღარ გამწვავებია და აღარც წამალი დასჭირვებია. კომშის თესლის ნაყენი კარგი ყოფილა ხველისა და ხმის ჩახლეჩის დროსაც. დისბაქტერიოზით შეწუხებულ ყველა ადამიანს ვურჩევ, გამოიყენოს ეს რეცეპტი. დიდი იმედი მაქვს თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო და ეფექტის მომცემი იქნება, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში იყო

ექიმის კომენტარი: დისბაქტერიოზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაწლავთა ლორწოვანი გარსის მდგომარეობას, ნაწლავის ზედაპირზე ლორწოს რაოდენობას და კონსისტენციას. სწორედ მასში მრავლდება ის სასარგებლო ბაქტერიები, რომელთა ნაკლებობაც ამწვავებს ამ დაავადებას. კომშის თესლი კი დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს და ამ ლორწოს აქვს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის დამცავი თვისება.

ამიტომ კომშის თესლის ნაყენი წარმატებით გამოიყენება გასტროენტერიტების, სპაზმური კოლიტების, მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს. ამ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვანის შემომგარსველი ეფექტიც. სწორედ ლორწოს შემცველობის გამო კომშის თესლის ნაყენი დადებით შედეგს იძლევა ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს – იგი ათხელებს ნახველს და აადვილებს ამოხველებას.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!