ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაახლა გასაოცარ რეცეპტს გასწავლით და ყველა უშვილო ქალს ვუსურვებ, ჩემი სიხარული გაიზიაროს!!!

ახლა გასაოცარ რეცეპტს გასწავლით და ყველა უშვილო ქალს ვუსურვებ, ჩემი სიხარული გაიზიაროს!!!

ახლა გასაოცარ რეცეპტს გასწავლით და ყველა უშვილო ქალს ვუსურვებ, ჩემი სიხარული გაიზიაროს!!!

მე და ჩემს მეუღლეს ოთხი წელი არ გვიჩნდებოდა შვილი. ვისთან არ ვიმკურნალე, მაგრამ უშედეგოდ. ერთმა გინეკოლოგმა მითხრა, ისეთი შეხორცებები გაქვს, ბუნებრივი გზით შვილი არ გაგიჩნდებაო. ჩემს მეუღლეს სიგიჟემდე უყვარდა თავისი დისშვილები და ბავშვებიც განსაკუთრებულ სითბოს იჩენდნენ მის მიმართ.

ერთხელ ჩემი მულიშვილების სტუმრობის შემდეგ ბავშვებთან თამაშით გული რომ იჯერა, განმარტოებით ჩამოჯდა და ატირდა. გული მომიკლა მისმა ცრემლმა და გადავწყვიტე, ექიმების იმედად არ ვყოფილიყავი. ყველას ვეკითხებოდი, ხომ არ იცოდნენ რაიმე ხალხური საშუალება უშვილობის სამკურნალოდ.

ჩემი მეგობრის ბებიამ მასწავლა ერთი ფიტოთერაპევტის რეცეპტი და დაუყოვნებლივ შევუდექი მკურნალობას.

რამდენიმე თვეში თავი უცნაურად ვიგრძენი. ექოსკოპიის გამოკვლევაზე ორსულობა დადასტურდა. ეს რომ გინეკოლოგს ვუთხარი, სასწაულიაო, მითხრა.

ახლა რეცეპტს გასწავლით და ყველა უშვილო ქალს ვუსურვებ, ჩემი სიხარული გაეზიარებინოს.

  • 1 ს/კ სალბს დაასხით
  • 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  • დაახურეთ ხუფი და დადგით შეგრილებამდე.
  • შემდეგ გადაწურეთ და
  • სვით 4-5 ს/კ ნაყენი ჭამამდე, 3-ჯერ დღეში.
  • მკურნალობის კურსი 21 დღეა (მკურნალობის დაწყება უმჯობესია მენსტრუაციის დაწყების პირველი დღიდან).
  • ამის შემდეგ დაისვენეთ 21 დღე და გაიმეორეთ 21-დღიანი კურსი.

ამასთან ერთად, უნდა სვათ მრავალძარღვას ფესვების ნაყენი:

  • 1 ს/კ ფესვებს დაასხით
  • 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  • ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
  • სვით თითო ს/კ ნახარშ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მეგობრის ბებიამ გამაფრთხილა, რომ სალბის ნაყენის სმა არ შეიძლება გაზრდილი დოზებით და არც სამ თვეზე მეტხანს გადაბმულად, რადგან შეიძლება კუჭი გააღიზიანოს. და კიდევ, როგორც კი დაორსულდება ქალი, მაშინვე უნდა შეწყვიტოს ამ წამლების სმა, რადგან არც ორსულობის დროს შეიძლება მათი მიღება.

ექიმის კომენტარი:

სალბი მართლაც სასწაულმოქმედი მცენარეა. ძველ ეგვიპტეში ქალებს ასმევდნენ სალბის წვენს და ამით ზრდიდნენ ნაყოფის ჩასახვის შანსს. თანამედროვე მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სალბი დადებითად მოქმედებს სასქესო ჰორმონების ბალანსზე და ზრდის ორსულობის განვითარების შესაძლებლობას.

სალბს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, სისხლდენის შემაჩერებელი, სპაზმების მომხსნელი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის გამაუმჯობესებელი ეფექტი. ამიტომ მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მედიცინაში.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!