ფეხის ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია თხილის ფოთლით ვმკურნალობ, შედეგმა მოლოდინს აჯობა!
ფეხის ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია თხილის ფოთლით ვმკურნალობ, რომელიც დეიდამ მასწავლა. მას შემდეგ მას ვლოცავ. გამოსადეგია მხოლოდ რბილი, ნორჩი, მწვანე ფოთლები, მასში უხვადაა სასარგებლო ნივთიერებები. ასეთი ფოთლები გააშრეთ ჩრდილში.
მისი ჩაიც ძალიან მარტივად მზაედება, მთავარია არ დაიზაროთ და სრულად მიჰყვეთ ჩემს რჩევას:
უბრალოდ 1 ს.კ დანამცეცებული ფოთოლი ჩაყარეთ ფაიფურის ჩაიდანში, დაასხით 1 ჩ.ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით 15-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ოთხჯერ დღეში. ფითლები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ და დაიდოთ მტკივნეულ ვენებზე.
ეს რეცეპტი დეიდამ მასწავლა. ასეთი ჩაით ის კაპილარებს ისუფთავებდა. მისგან ვიცი, რომ ეს წამალი ძალიან უხდება სისხლძარღვებს, იცავს მათ ქოლესტერინისგან და ყველანაირი ნალექისგან.
ის, მიუხედავად ასაკისა (იგი 83 წლისაა), ახლაც მხნედაა, გონებაც საღი აქვს, არც თვალს აკლია, თავსაც უვლის, ოჯახსაც და თითქმის არასოდეს ხდება ავად. მე კი ამ რეცეპტს უკვე რამდენიმე წელია ვიყენებ.
უკვე გაგანიერებული ვენების განკურნება, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ მდგომარეობის გაუარესება ნამდვილად აღარ მიგრძვნია. ტკივილმა მიკლო, ფეხები იშვიათად მიშუპდება. ჩემივე წარმეტეული გამოცდილებით თქვენც გირჩევთ მას, იქნებ ისეთივე კმაყოფილნი დარჩეთ, როგორც მე.
ექიმის კომენტარი: თხილის ფოთლები მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც მართლაც აქვს ანტისკლეროზული, ანგიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებები. თუმცა მსგავსი მცენარეული საშუალებების გამუდმებით, შეუსვენებლივ გამოყენებას არ გირჩევთ - უმჯობესია 1,5-2-თვიანი კურსის შემდეგ 1 თვე მაინც დაისვენოთ.